A
Agile
Agile არის მართვის მიდგომა, რომელიც ეყრდნობა თვითორგანიზებული და ავტონომიური გუნდების კონცეფციას.
ემსახურება კომპლექსური პროცესებისა და პროექტების მოქნილად გადაწყვეტას, ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის შექმნასა და მომხმარებლისთვის ღირებულების მქონე პროდუქტის მიწოდებას.
Agile Coach
Agile Coach არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია გუნდის ან/და ორგანიზაციის დონეზე Agile პროცესების შექმნასა და გაუმჯობესებაზე. Agile Coach შეიძლება ჩართული იყოს Scrum Master-ების, ორგანიზაციის ხელმძღვანელების Coaching-ში, ასევე ორგანიზაციაში Agile-ის მაშტაბირებაზე.
Agile Manifesto
Agile Manifesto არის ფილოსოფია, რომელიც ჩამოაყალიბა პროგრამული უზრუნველყოფის 17-მა პრაქტიკოსმა, რომლებსაც სურდათ ეპოვათ ეფექტური ალტერნატივა, მძიმე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესის გამარტივებისთვის. Agile Manifesto მოიცავს ოთხ მიდგომას, რომელიც აქცენტს აკეთებს გუნდებსა და ინდივიდებზე, მომხმარებლებთან ურთიერთქმედებებსა და ცვლილებების მიმართ გახსნილობაზე.
Agile Mindset
Agile Mindset არის ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ეხმარება გუნდებს / ინდივიდებს მართონ ცვლილებები არაპროგნოზირებად და დინამიურ გარემოში. Agile Mindset-ის გამოყენებით, გუნდები წარუმატებლობას განიხილავენ, როგორც სწავლის შესაძლებლობებს, აზიარებენ ცოდნას და თანამშრომლობენ ბუფერების გარეშე.
B
Backlog
Backlog არის პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული იმ ამოცანების სია, რომლის საშუალებითაც უნდა შეიქმნას ან/და გაუმჯობესდეს კონკრეტული მიზნები
Backlog Refinmenet
Backlog Refinement-არის აქტივობა, სადაც გუნდი განიხილავს ბექლოგის ამოცანებს, ახდენენ მათ პრიორიტეტიზაციას, ცდილობენ დიდი ამოცანები დაშალონ მცირე ამოცანებად ან შექმნან ახალი.
C
Ceremony
ცერემონია არის შეხვედრის ტიპი, რომელიც ტარდება გუნდის მიერ კონკრეტული იტერაციის ფარგლებში. Scrum-ში არის შემდეგი ტიპის ცერემონიები: ყოველდღიური სინქრონიზაცია, სპრინტის დაგეგმვა, სპრინტის განხილვა და სპრინტის რეტროსპექტივა.
Cross-Functional Team
გუნდი, რომელიც შედგება ყველა იმ უნარისა და კომპეტენციის მქონე წევრისგან, რომელიც საჭიროა პროდუქტის გამოსაშვებად.
D
Daily Scrum
Daily Scrum არის გუნდის ყოველდღიური სინქრონიზაციის შეხვედრა, სადაც გუნდი 15 წუთის განმავლობაში განიხილავს პროგრესს, მიმდინარე დღის გეგმებსა და პოტენციურ შეფერხებებს.
Definition of Done
Definition of Done, იგივე DoD არის გუნდის ერთიანი გაგება რას ნიშნავს Done (ანუ რა მდგომარეობაში უნდა იყოს ინკრემენტი, რომ მას დავუძახოთ Done)
Definition of Ready
Definition of Ready, იგივე DoR არის პარამეტრების ჩამონათვალი, რომლის დაკმაყოფილების შემთვევაშიც, გუნდს შეუძლია მასზე მუშაობის დაწყება. სხვაგვარად, აღნიშნული ამოცანა ვერ მოხვდება სპრინტის ბექლოგში.
E
Epics
Epic არის შესასრულებელი სამუშაოს დიდი ნაწილი, რომელიც შედგება User Store-ებისა და Task-ისგან. Epic გამოყენებით ხდება სამუშაოს იერარქიული სტრუქტურის შექმნა და დეკომპოზიცია.
Estimations
Estimations არის Agile-ში შეფასების ნაწილი, რომელიც შეიძლაბა გამოყატული დროითი ან/და Story Point-ის ტექნიკებით. შეფასება შეძალებელია მოხდეს კონკრეტული Task, User Story-ის, MVP-ის, იტერაციისა და იშვიათ შემთხვევაში სრული Backlog-ის.
F
Feature
Feature არის შესრულების ამოცანების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ღირებულებას და მიეწოდა მომხმარებელს.
Facilitation
ფასილიტაცია, არის შეხვედრის წარმართვის მიდგომა, საიდანაც გუნდი იღებს რეალურ ღირებულებას. ფასილიტატორი კი არის პირი, რომელსაც როლურად ან/და შეხვედრის კონტექსტში ეძლევა შეხვედრის წარმართვის საშუალება
Feedback
მომხმარებლის, გუნდის წევრის ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის უკუკავშირი პროდუქტთან, ან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება გაუმჯობესების მიზნით.
Fibonacci-ის მიმდევრობა
Fibonacci იყო იტალიელი მათემატიკოსი, რომელმაც შეიმუშავა რიცხვთა მიმდევრობა, სადაც ყოველი რიცხვი, მისი წინა მორბედი ორი რიცხვის ჯამის ტოლია. 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13 და ა.შ. Fibonacci-ის მიმდევრობა Agile-ში გამოიყენება Story Point-ებით შეფასებისას.
I
Ideal Time
Ideal Time არის დრო, რომელიც საჭიროა დავალების შესასრულებლად დეფოკუსისა და შეფერხებების გარეშე.
Incremental Delivery
Incremental Delivery არის გამოყენებადი ფუნქციონალის ნაწილობრივი მიწოდების პროცესი
INVEST სტანდარტი
INVEST არის User Story-ის სტანდარტი, რომელიც მოიაზრებს, რომ იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი (Independent), განხილვადი (Negotiable), ღირებულების მომტანი (Valuable), შეფასებადი (Estimateable), მცირე ზომის (Small) და შემოწმაბადი (Testable).
Iteration
Iteration არის 1-დან, 4 კვირმდე პერიოდი, სადაც გუნდი ფოკუსირებულად მუშაობს ინკრემენტის გამოშვებაზე და ატარებს ცერემონიებს. Iteration ტერმინი, Scrum-ში Sprint-ების ანალოგიურია ქვია.
K
Kaizen
Kaizen იაპონორული ფილოსოფიის ნაწილია, რომელიც მუდმივ განვითარებას ნიშნავს.
Kanban
Kanban არის პროექტების, პროდუქტების ან ოპერაციების მართვის ერთ-ერთი (Agile) მეთოდი, სადაც წარმატება მიიღწევა სამუშაო პროცესის ვიზუალიზაციით, რესურსების ოპტიმალური გამოყენებითა და დანაკარგების შემცირებით.
Kanban Board
Kanban Borad არის სამუშაო პროცესის ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური, ელექტრონული (Jira, Trello, Asana, Monday და ა.შ.).
L
Lean
Lean არის მართვის პოპულარული ფილოსოფია, რომელიც ფოკუსირებულია მომხმარებლისთვის ღირებულების გაზრდაზე, რესურსების მინიმლაური და ოპტიმალური გამოყენებით.
M
MVP
MVP (Minimum Viable Product) არის მინიმლაური აუცილებელი ფუნქიონალისგან შემდგარი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება ადრეული უკუკავშირის მიღების მიზნით და ქმნის ღირებულებას.
P
Planning Poker
Planning Poker თამაში, რომელსაც გუნდი იყენებს ამოცანების Story Point-ებით შეფასებისთვის.
Product Backlog
Product Backlog არის პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული ყველა იმ ამოცანების სია, რომლის საჭიროა პროდუქტის მიზნის მიღწევისთვისთვის.
Product Road Map
Product Road Map არის დროით პერიოდში გამოსახული პროდუქტის განვითარების გეგმა
Product Vision
Product Vision არის დოკუმენტი, რომელიც აღწერს რა არის პროდუქტი, ვინ და რატომ გამოიყენებს მას და როგორ ეხმიანება პროდუქტი ორგანიზაციის სტრატეგიას.
Product Owner
Product Owner არის როლი (Scrum Framework-ში), რომელიც პასუხისმგებელია Product Backlog-ის შექმნაზე, მასში მოცემული საკითხების პრიოდიტეტიზაციაზე, პროდუქტის ხედვის ჩამოყალიბებასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭირდო კომუნიკაციაზე.
R
Release
Release არის იტერაციის / სპრინტის შედეგის მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესი.
Role
ადამიანის ფუნქციის აღწერა (არაუცილებლად პოზიცია) ორგანიზაციაში ან/და Agile გუნდში.
S
Scrum
Scrum არის პროექტების მართვის მიდგომა, რომელიც უმეტესად გამოიყენება ისეთი ტიპის პროექტებში, სადაც ცვლილების ალბათობა საკმაოდ მაღალია. Scrum-ში იტერაციული მიწოდების გზით, მომხმარებელს ადრეულ ეტაპზე მიეწოდება გამოყენებადი პროდუქტი. Scrum შედგება როლებისგან, არტეფაქტებისგან და ცერემონიებისგან.
Scrum Master
Scrum Master არის როლი, რომელიც პასუხისმგებელია ორაგნიზაციის, ან გუნდის მაშტაბით Scrum-ის დანერგვაზე, გუნდის ეფექტოანობის გაზრდასა და მათთვის ნებისმიერი შეფერხების აღმოფხვრაზე.
Software Development Life Cycle (SDLC)
SDLC არის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სასიცოცხლო ციკლი, რომელიც ასახავს გზას სამუშაო პროცესის დაწყებიდან, მის დასრულებამდე. SDLC უმეტესწილად მოიცავს ანალიტიკურ საქმიანობას, დიზაინის შემუშავებას, დეველოპმენტს, მის ტესტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდების თანმიმდევრულ, ან პარალელურ პროცესს.
Self-Organizing Team
Self-Organizing Team არის გუნდის დიზაინი ( არააუცილებლად Agile-ში), რომელისაც წარმატებულად ფუნქციონირებს და არ საჭიროებს მიკრომენჯმენტს.
Servant Leadership
Servant Leadership არის მართვის ფორმა / მოდელი, რომელიც ნაცვლად ადამიანების კლასიკური მართვისა, მოქმედებს, როგორც ადამანების წარამატების მხარდამჭერი და განმავითარებელი როლი.
Sprint
Sprint არის Scrum-ში მთავარი აქტივობა. ეს არის 1-4 კვირამდე ციკლური პერიოდი, რომელშიც გუნდი ისახავს სპრინტის მიზანს და ამ მიზნის შესრულებისთვის ატარებს ცერემონიებს, მუშაობენ შესაბამის ამოცანაზე. სპრინტის ციკლური პროცესი ნიშნავს, მდგომარეობას, სადაც ყოველი ახალი სპრინტი იწყება ძველის დასრულებისთანავე.
Sprint Planning
Sprint Planning არის ცერემონია სქრამში, სადაც გუნდი ერთობლივად განსაზღვრავს მომავალ სპრინტში შესასრულებელი სამუშაოების სიას, სპრინტის მიზანს და ამოცანების შეფასებას. Sprint Planning-ზე ასევე გუნდი განხილიავს წინა სპრინტის შედეგებს და შესაბამისად იღებენ პასუხისმგებლობას შესასრულებელი ამოცანების მოცულობაზე.
Sprint Goal
Sprint Goal არის გუნდის მომავალ სპრინტში შესასრულებელი მიზანი, რომელსაც გუნდი აყალიბებს ერთად, სპრინტის დაგეგმვის ცერემონიაზე. Sprint Goal გუნდს ეხმარება მთელი იტერაციის განმავლობაში შეინარჩუნოს ფოკუსი.
Story Point
Story Point არის ამოცანების გუნდური შეფასების ტექნიკა, რომელიც განსაზღვრავს გუნდის ერთობლივ ძალისხმევას ნაცვლად ინდივიდუალურისა. Story point-ებისთ შეფასებისასას გუნდი იყენებს 3 კომპონენტს: სამუშაოს რაოდენობა, კომპლექსურობა და რისკი. Story Point-ებით შეფასებისას გამოიყენება ფიბონაჩის მიმდევრობა.
Silo
Silo ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს გუნდის ან/და ინდივიდის იზოლირებულად მუშაობას, რომელშიც იზრდება სინქრონიზაციის და მისკომუნიკაციის რისკები.
Sprint Retrospective
Sprint Retrospective გუნდის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიაა, სადაც გუნდი ღიად და გამჭირვალედ საუბრობს რა ხდებოდა წინა სპრინტში ისეთი, რისი კეთებაც უნდა გაგრძელდეს, რა ხდებოდა ისეთი, რაც უნდა გამოსწორდეს და რომელი საკითხების გაუმჯობესებას აპირებს გუნდი მომავალ სპრინტში.
Sprint Review
Sprint Review არის გუნდისთვის ინსპექტირებისა და ადაპტაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცერემონია, სადაც გუნდი და Stakeholder-ები ერთად განიხილავენ სპრინტის შედეგებს, იღებენ უკუკავშირს და გეგმავენ პროდუქტის გაუმჯობესების გზებს
Stakeholder
Stakeholder არის როლი, რომელი დაინტერესებულია პროექტის ან/და პროდუქტის შედეგებით
T
Task
Task არის ამოცანის ტიპი, რომელსაც, როგორც წესი ჰყავს ერთი შემსრულებელი პირი და არ საჭიროებს ერთ სამუშაო დღეზე მეტ დროს.
Time-boxing კონცეფცია
Time-boxing დროის მართვის კონცეფციაა Scrum-ში, სადაც ყველა ცერემონია, იტერაცია დროში მოქცეული აქტივობაა, რომელიც გუნდს ეხმარება იყოს ფოკუსირებული სპრინტის მიზანზე და მინიმუმამდე შეამციროს დანაკარგები (Waste).
Team (Scrum Team)
Team, იგივე Scrum Team არის ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას შექმნას მომხმარებლისთვის ღირებულების მომტანი პროდუქტი.
V
Velocity
Velocity არის რიცხვებში გამოსახული გუნდის ძალისხმევა, რომელიც შეუძლია გაწიოს მომავალ სპრინტში. Velocity გამოითვლება გუნდის მიერ წინა სპრინტებში შესრულებული ძალისხმევის საშუალო არითმეტიკულით. Velocity გუნდს ეხმარება იყოს დაგეგმვისას აკურატული და არ აიღოს პასუხისმგებლობა ისეთი მოცემული სამუშაოზე, რამდენის გაკეთებაც გუნდს არ შეუძლია (ისტორიული მონაცემებზე დაყრდნობით).
Value
პროდუქტი, პროექტი, ან სერვისი, რომელიც მომხმარებლის პრობლემას აგვარებს
W
Waterfall
Waterfall არის პროექტების მართვის ტრადიციული მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება ისეთი ტიპის პროექტებში, სადაც ცვლილების ალბათობა ძალიან დაბალია და პროექტის ყველა დეტალი წინასწარ არის ცნობილი. Waterfall-ის პროცესი ეყრდნობა ფაზების პრინციპს, სადაც ახალ ფაზაზე გადასვლა ხდება, წინა ფაზის დასრულების შემდეგ.
WIP Limits
WIP Limits, ანუ Work in Progress Limits არის გუნდის წევრებისთვის დროის მოცემულ მომენტში პარალელურად ბევრ საკითხზე მუშაობის შეზღუდვა. WIP Limits გუნდს ეხმარება შეინარჩუნოს ფოკუსი და არ შეამციროს ხარისხი.
Workflow
Workflow არის სამუშაოს შესრულების პროცესი / თანმიმდევრობა, რომელიც გამოხატულია ფაზებით, მდგომარეობით ა.შ.