ბიზნეს კომუნიკაციების პროგრამა

დაგეგმე ორგანიზაციული
სწავლება

15 საათი

ბიზნეს კომუნიკაციების პროგრამა მონაწილეებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა ზეპირი, წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. პროგრამა მოიცავს მოლაპარაკების ხელოვნებას, ეფექტიან კომუნიკაციას, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარებს, ბიზნესწერას, ამბის თხრობის ტექნიკებს, დამაჯერებელ კომუნიკაციასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ხარისხიანი ტექსტებისა და გზავნილების შესაქმნელად.

როგორია ორგანიზაციული სწავლების პროცესი

AgileSchool-ის თითოეული კორპორატიული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და სამუშაო კონტექსტზე.
 
სწავლების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და პრაქტიკაზე ორიენტირებულად:

1. საჭიროებების ანალიზი

პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.

2. პროგრამის დიზაინი

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.

3. ლექციის მსვლელობა

სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე

4. რეპორტი

რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.

შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ აზრებისა და იდეების უფრო მკაფიოდ, სტრუქტურირებულად და დამაჯერებლად გადმოცემას. კომუნიკაცია გახდება მიზნობრივი, აუდიტორიაზე მორგებული და შედეგზე ორიენტირებული.

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

შეავსე მოთხოვნის ფორმა
და ჩვენი გუნდი 30 წუთში დაგიკავშირდება