top of page

ორგანიზაციული სწავლების მნიშვნელობა თანამედროვე ორგანიზაციაში

ალბათ გსმენია CFO-სა (Chief Financial Officer) და CEO-ს საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული დიალოგი, სადაც CFO ამბობს: "რა მოხდება თუ თანამშრომლების განვითარებაში ჩავდებთ ინვესტიციებს, ხოლო შემდეგ ისინი წავლენ?", რაზეც CEO პასუხობს: "მოხდება მაშინ, თუ თანამშრომლებს არ განავითარებთ და დარჩებიან?"




ამ ციტატის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თანამშრომლები უნდა განიხილო, როგორც ორგანიზაციის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი. შესაბამისად, ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების მიღწევა პირდაპირპროპორციულია თანამშრომლების Seniority-ის დონეზე.

ამ ბლოგში ორგანიზაციული სწავლების მნიშვნელობაზე მინდა გესაუბრო და აქცენტი გავაკეთო Agile-ისა და საქმის ორგანიზების ნაწილზე.


მუდმივად ცვალებად და მაღალკონკურენტულ გარემოში ნებისმიერი ზომის, იქნება ეს Start Up, თუ Enterprise დონის ორგანიზაცია, უნიკალური გამოწვევის წინაშე დგას, რაც მოითხოვს შეზღუდული რესურსებით განსხვავებული და ინოვაციური მიდგომების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას.

სწორედ ასეთ გამოწვევებთან გამკლავებისთვის გამოიყენება Agile, რომელიც ცვლილებასთან მოქნილი ადაპტაციის შესაძლებლობის ინსტრუმენტია. თუმცა მხოლოდ კონკრეტული მართვის მიდგომების დანერგვამ შეიძლება გაცილებით მძიმე შედეგები გამოიწვიოს.


Agile მიდგომები, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია გამოიყენება ორგანიზაციების მართვისთვის, საქართველოში ჯერ კიდევ აუთვისებელია და შესაბამისად, საკმაოდ ცოტა თანამშრომელია, ვისაც ამ მიდგომით მუშაობის გამოცდილება აქვს.


მოდი, ვაღიაროთ, რომ დიადი მიზნების მიღწევა დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლებით შეუძლებელია. მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების დეფიციტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შეინიშნება, სხვა კომპანიიდან გადმობირება კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციები დილემის წინაშე დგებიან, - ან უნდა დახარჯონ ფული რეკრუტინგზე, ან ჩადონ ინვესტიცია არსებული რესურსების Upskilling-ში.


თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა თანამედროვე ორგანიზაციაში აღარ მეტყველებს კარგ მენეჯმენტზე, ან სასარგებლო აქტივობაზე, ეს ორგანიზაციის გადარჩენის და კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.


დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლების პირობებში იზრდება განმეორებადი შეცდომების რაოდენობა, იზრდება Rework და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იზრდება მომხმარებლისთვის ღირებულების მომტანი პროდუქტის მიწოდების დრო.

პოსტის ამ ნაწილში მოგიყვები, რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს თანამშრომლების Agile მიდგომებზე გადამზადებამ.

Comments


bottom of page