ამ პოსტში მოგიყვები 4 ყველაზე ჩამჭერლი კითხვის შესახებ, რომელიც Scrum Master-ის გასაუბრებაზე შეიძლება დაგისვან.
#1 რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი Scrum ცერემონია?
შეგიძლია ასე უპასუხო:
Scrum-ში ყველა ცერემონიას თავისი მნიშვნელობა და საჭიროება აქვს. თითოეული ცერემონიის სწორ ფორმატში ჩატარება, გუნდის წევრების ჩართულობა და სწორი ფასილიტაცია არის Scrum-ის პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ამ კითხვის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ კანდიდატმა გამოავლინოს რამდენად კარგად აქვს Scrum-ის ცერემონიების კონცეპტი გააზრებული
#2 რატომ შეიძლება შენი გუნდი მუდმივად ვერ ასრულებდეს სპრინტში აღებულ Commitment-ს და Velocity იყოს არასტაბილური?
შეგიძლია ასე უპასუხო:
აღნიშნული პრობლემის გამოკვლევის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს Scrum Master.
პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, მაგალითად:
გუნდში ხშირად არის როტაცია, ან გადინება
გუნდში არ არის Junior და Senior-ებს შორის ბალანსი
არ ხდება შეფასების მეთოდების სწორად გამოყენება
გუნდში არ არის, ან არ მუშაობს Definition of Ready-ის კონცეპტი
გუნდს აქვს ბევრი ტექნიკური ვალი ან მუშაობს არადოკუმენტირებულ legacy code-ზე
დაგეგმვის ცერემონიაზე არ არის წევრების სათანადო ჩართულობა
მიმდინარე სპრინტში გუნდს ემატება ახალი ამოცანები და სანაცვლოდ არ ხდება მიმდინარე ამოცამენის რეპრიორიტეტიზაცია
#3 რას იზამდი, თუ შენი გუნდის წევრი თვლის, რომ სპრინტის დაგეგმვის ცერემონია არის დროის კარგვა და Waste?
შეგიძლია ასე უპასუხო:
აღნიშნული საკითხის გამოსწორება ცალსახად Scrum Master-ის პასუხისმგებლობაა.
პირველივე შემთხვევაში, Scrum Master უნდა დაელაპარაკოს გუნდის წევრს ინდივიდუალურად, დაუსვას ისეთი კითხვები, რითაც წამოიღებს არა ზოგადად პრობლემის აღწერას, არამედ, ამ ხედვის ჩამიყალიბების გამომწვევ მიზეზებს.
მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ, Scrum Master-მა უნდა აუხსნას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად დაგეგმვის ცერემონია და ამ ცერემონიაზე გუნდის წევრების ჩართულობა.
ამავე დროს, გამოცდილი Scrum Master აუცილებლად დასვამს აღნიშნულ საკითხს რეტროსპექტივაზე (ზოგად ჭრილში) და გუნდის სხვა წევრებს მისცემს საშუალებას, რომ ისაუბრონ დაგეგმვის ცერემონიის მნიშვნელობაზე, რათა უფრო მეტად მოხდეს აღნიშნული გუნდის წევრის დარწმუნება.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა მცდელობის მიუხედავად გუნდის წევრი მაინც არ იცვლის თავის აზრს, მაშინ აღნიშნული საკითხი უნდა დააესკალუროს გუნდის წევრის უშუალო ხელმძღვანელთან.
#4 სპრინტში გუნდის Capacity-ის რა ნაწილს გამოიყენებდი ტექნიკური ვალების, რეფაქტორისა და ახალი მიდგომების,ხედვების დამუშავებისთვის
შეგიძლია ასე უპასუხო:
აღნიშნული საკითხის ამოხსნისთვის არსებობს "15-10-5" წესი, რომელიც მოიცავს შემდეგ გუნდის Capacity-ის შემდეგ გადანაწილებას:
15% (გუნდის Capacity-ის) უნდა დაეთმოს ტექნიკულ ვალებს
10% (გუნდის Capacity-ის) უნდა დაეთმოს დეფექტებს და Bug-ებს
5% (გუნდის Capacity-ის) უნდა დაეთმოს Skipe-ტიპის ამოცანებს
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნუი პროპორციაზე გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდესProdoct Owner-თან და სხვა შესაბამის Stakeholder-ებთან.
Comments