გინდა გახდე წარმატებული IT პროექტების მენეჯერი? ან იქნებ უკვე ხარ, მაგრამ გსურს შენი უნარები ახალ დონეზე აიყვანო? მაშინ ეს სტატია შენთვისაა.
მოდი, განვიხილოთ 6 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა ჩაეწერო ამ კურსზე:
1. პრაქტიკული გამოცდილება რეალური სცენარებით - შენი ბილეთი IT სამყაროში
წარმოიდგინე, რომ ხარ პროექტის მენეჯერი და გიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენს კურსზე სწორედ ასეთ სიტუაციებში აღმოჩნდები. გავივლით ქართული და საერთაშორისო კომპანიების რეალურ ქეისებს. შენ კი მთელი კურსის განმავლობაში იმუშავებ კონკრეტულ პროექტზე.
ეს არ არის მხოლოდ თეორია - ეს ნამდვილი გამოცდილებაა. წარმოიდგინე, როგორ გამოიყურება შენი რეზიუმე ამ პრაქტიკული პროექტებით. როცა ინტერვიუზე გკითხავენ გამოცდილების შესახებ, შენ გექნება რეალური მაგალითები და არტეფაქტები, რომლებსაც აჩვენებ. ეს ის უპირატესობაა, რაც ბევრ დამწყებს არ აქვს
2. მრავალმხრივი ცოდნა IT პროექტების მართვაში
IT პროექტების მართვა მხოლოდ ერთი მეთოდით არ შემოიფარგლება. მე გასწავლი პროექტების მართვის Scrum, Kanban და Waterfall მიდგომებს.
წარმოიდგინე, როგორ თავდაჯერებულად შეძლებ ნებისმიერ სიტუაციაში სწორი მიდგომის შერჩევას. ეს ცოდნა შენი კონკურენტული უპირატესობა იქნება სამუშაოს ძიებისას. შენ შეძლებ ნებისმიერ კომპანიაში ადაპტირებას, იქნება ეს სტარტაპი თუ დიდი კორპორაცია. დამსაქმებლები ეძებენ მრავალმხრივ პროფესიონალებს, და შენ სწორედ ასეთი იქნები.
3. Agile და MVP
დღევანდელ სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში Agile მიდგომები და MVP (Minimum Viable Product) კონცეფცია აუცილებელია. ჩვენ არა მხოლოდ ვისწავლით ამ კონცეფციებს, არამედ პრაქტიკულად გამოვიყენებთ მათ.
წარმოიდგინე, როგორ შეძლებ მომავალში სწრაფად და ეფექტურად პროდუქტების შექმნას. ეს ცოდნა განსაკუთრებით ღირებულია, თუ გსურს ინოვაციურ ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობა. შენ ისწავლი არა მხოლოდ ტერმინებს, არამედ მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
4. სრული ციკლი - ინიციაციიდან დასრულებამდე
პროექტის მართვა კომპლექსური პროცესია. ჩვენ გავივლით ყველაფერს - პროექტის ინიცირებიდან დაწყებული, დაგეგმვით, აღსრულებით და დასრულებით. ისწავლი როგორც ბიზნეს ქეისის შექმნას, ასევე პროექტის წარმატებით დასრულებას.
წარმოიდგინე, როგორ მაღალ შეფასებას მიიღებ შენი ხელმძღვანელისგან, როცა პროექტს ზუსტად დროზე და ბიუჯეტის ფარგლებში დაასრულებ. კურსის ბოლოს გეცოდინება სრული ციკლი - დაწყებული პროექტის ინიციაციიდან, დასრულებული წარმატებული დელივერით.
5. პროფესიული ქსელის გაფართოება - შენი კარიერის აქსელერატორი
ჩვენს კურსზე შეხვდები სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს. მოქმედ და დამწყებ პროექტის მენეჯერებს, ტექნოლოგიურ სფეროში გადმოსვლის მსურველებს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი კონტაქტების დასამყარებლად.
წარმოიდგინე, როგორ გაგიადვილდება სამსახურის პოვნა ან კარიერული წინსვლა ამ ახალი კავშირების წყალობით. ბევრი ვაკანსია საერთოდ არ ქვეყნდება საჯაროდ - მათ შესახებ მხოლოდ "შიდა წრეებში" იციან.
6. რეალური გამოცდილების გაზიარება
და ბოლოს, მინდა გითხრა, რომ ამ კურსზე მიიღებ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ჩემს 10+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. მე პირადად ვხელმძღვანელობდი სხვადასხვა კომპანიაში ეჯაილ ტრანსფორმაციას და 4 კომპანიაში ნულიდან ავაწყვე პროექტების მართვის ოფისი.
უამრავ ღირებულ რჩევას და ხრიკს გაგიზიარებ, რაც წიგნებში არ წერია. ეს გამოცდილება დაგეხმარება თავიდან აირიდო ის შეცდომები, რაც მე და ბევრ სხვას დაგვიშვია.
Comments