top of page

7 მიზეზი, რის გამოც Development Team შეხვედრებზე დუმს

წარმოიდგინე სიტუაცია: შენ, როგორც ფასილიტატორი, ხვდები Scrum Development Team-ს, რათა უპოვნო გადაწყვეტა კრიტიკულ საკითხს, ან თუნდაც იმსჯელო ახალ იდეაზე.


დაიწყე პრეზენტაცია, ახსენი ყველა ნიუანსი, დეტალი და როცა ელოდები მთელი Scrum Development Team-ის ჩართულობას —  ხალხი დუმს.



ხალხი ჩუმადაა, არავინ გეწინააღმდეგება, ყველა თითქოს გეთანხმება და აზრს არავინ გამოთქვამს. კითხვა — რა შეიძლება იყოს მიზეზები და რა ჭირს ამ ხალხს?


მიზეზი 1 — დაცინვის შიში

ეს შეიძლება იყოს დაცინვის შიში. ზოგჯერ შენი თანამშრომელი, ძალიან ბევრს ფიქრობს, თუ როგორ აღიქმება სხვა უფრო გამოცდილი თანამშრომლების თვალში მისი “სულელური” იდეა ან “სულელური” კითხვა.


მიზეზი 2— შეხვედრისთვის ცუდი დრო

შეიძლება უბრალოდ შეხვედრისთვის არასწორი დრო გაქვს არჩეული. როცა Scrum Development Team-ს მჭიდრო Deadline-ები აქვს და რამდენიმე საათში უნდა დაასრულონ თასქები, მაშინ ასეთ დროს ალბათ არ უნდა ელოდო გუნდისგან იდეების გენერირებას და მაღალ ჩართულობას.


მიზეზი 3 — უფროსის ან ტოქსიკური თანამშრომლის “შიში”

რთულია გქონდეს გუნდისგან მაღალი ჩართულობის მოლოდინი, როდესაც შენგან, როგორც ხელმძღვანელისგან, ან Scrum Development Team-ის რომელიმე ტოქსიკური წევრისგან (რომელიც აუცილებლად არის ხოლმე ყველა გუნდში) საპასუხოდ იღებს ან დუმილს, ან დამცინავ რეპლიკას და მყისიერ რეზისტენტულობას.


მიზეზი 4 — შეხვედრის მიზანი გაუგებარია

მარტივად, მიზეზი შეიძლება იყოს შენ მიერ არამკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხვედრის მიზანი, კითხვა, იდეა.

Scrum Development Team შეიძლება უბრალოდ ვერ ხვდებოდეს რას ელოდები მათგან. ამავე დროს შეიძლება განსახილველად ისეთი საკითხი გაქვს მოტანილი, რომელიც ძალიან ბევრჯერ არის უკვე განხილული.


მიზეზი 5 — საკითხი არ ეხება გუნდს, შეხვედრის აუდიტორიას

შეხვედრაზე გამოტანილი საკითხი, შეიძლება არ იყოს გუნდისთვის რელევანტური. არ ეხებოდეს, არ ტკიოდეს და არ აინტერესებდეს. ამიტომ Scrum Development Team მალევე პარალელურად დაიწყებს Facebook-ის სქროლვას ან გააგრძელებს შეხვედრაზე თავიანთ თასქებზე მუშაობას.


მიზეზი 6— Scrum Development Team-ს არ აქვს შესაბამისი გამოცდილება

შეიძლება განსახილველად გამოტანილი გაქვს საკითხი, რომელიც ცდება გუნდის კომპეტენეციას და საჭიროებს კონკრეტული Domain-ის ექსპერტიზას.


მიზეზი 7 —შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები არ სრულდება

შესაძლოა გუნდი თვლის, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც შეხვედრაზე მიიღება, რეალობაში არასდროს არ სრულდება.

ამ გამოცდილების მქონე გუნდის წევრები მაქსიმალურად პასიურები იქნებიან.



コメント


bottom of page