top of page

რა უნდა იცოდენ Agile როლებმა მიკროსერვისების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ მიკროსერვისებული არქიტექტურა ახალი ხილი აღარ არის, საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია ჯერ კიდევ მონოლითური არქიტექტურით მუშაობს.


შენ, როგორც SM, PO, AC შეიძლება ასეთ კომპანიაში მუშაობ და გარწმუნებ, ძალიან მალე მიიღებ მეილს Subject-ით "Moving from the Monolith to Microservices".


ამ პოსტში ძალიან მოკლედ მოგიყვები რა უნდა იცოდნენ SM, PO, AC როლებმა მიკროსერვისების შესახებ.


რა არის მიკროსერვისები

Microservices არის არქიტექტურის ტიპი, რომელიც აპლიკაციას ასტრუქტურირებს, როგორც მცირე, loosely coupled სერვისების კოლექციას. თითოეული სერვისი შექმნილია კონკრეტული ბიზნეს ფუნქციის შესასრულებლად და შეიძლება დამოუკიდებლად განვითარდეს, დაინერგოს და მასშტაბირდეს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება მონოლითურ არქიტექტურებს, სადაც მთელი აპლიკაცია აგებულია როგორც ერთიანი, მჭიდროდ ინტეგრირებული ერთეული.


მოდი ახლა ვისაუბროთ მიკროსერვისების ძირითად მახასიათებლებზე


Modularity - თითოეული მიკროსერვისი არის დამოუკიდებელი მოდული თავისი ფუნქციონალით, მონაცემთა შენახვისა და კომუნიკაციის მექანიზმებით.


Independence - მიკროსერვისებში მოცემული ფუნქციონალი შესაძლებელია განვითარდეს დამოუკიდებლად, დაინერგოს რეალურ გარემოზე და მოხდეს მისი მასშტაბირება.


Resilience: ვინაიდან სერვისები დამოუკიდებელია, ერთი სერვისის არასწორად მუშაობა, ან საერთოდ გაჩერება, არ იმოქმედებს სხვებზე. ეს ზრდის სისტემის მთლიან მდგრადობას.


Technology Diversity: მიკროსერვისების Development შესაძლებელია სხვადასხვა ტექნოლოგიებისა და პროგრამირების ენების გამოყენებით, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს აირჩიონ საუკეთესო ინსტრუმენტები თითოეული კონკრეტული სერვისისთვის.


Decentralized Data Management: თითოეული მიკროსერვისი ფლობს და მართავს საკუთარ მონაცემებს და ურთიერთობს სხვა სერვისებთან API-ების მეშვეობით. ეს ამცირებს მონაცემთა შეუსაბამობის რისკს.


მიკროსერვისების დანერგვა საკმაოდ ბევრი ბენეფიტისა და უპირატესობის მომტანია პროდუქტის განვითარების კონტექსტში. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია გამოწვევები, რომლის წინაშეც აუცილებლად დადგება ორგანიზაცია.


ერთ-ერთი გამოწვევა არის სერვისებს შორის გამართული კომუნიკაციის მექანიზმების შექმნა, ასევე მონიტორინგისა და ლოგირების სისტემები. მიკროსერვისებზე გადასვლა არ წარმოადგენს აუცილებლობას, ეს არჩევანი, ანუ არქიტექტურა დამოკიდებულია ორგანიზაციის, ან პროდუქტის საჭიროებებზე.

Comments


bottom of page