top of page

როგორ უნდა ისწავლო Agile პროფესიები

საკმაოდ ბევრი ადამიანი ამბობს პროფესიის ცვლილებაზე უარს იმის გამო, რომ ესა, თუ ის პროფესია საჭიროებს კონკრეტული ცოდნისა და უნარების ქონას.


ტრილოგიის მეორე სერიაში გადავწყვიტე მოგიყვე, როგორ უნდა ისწავლო Agile პროფესიები, რა სტრუქტურა უნდა გამოიყენო სწავლისთვის და დავამსხვრიო მითი იმის შესახებ, რომ Agile პროფესიების სწავლა რთულია.


ტრილოგიის პირველი სერია აქ ნახე


 

რას ნიშნავს პროექტი და პროდუქტი 

Agile პროფესიების მიღმა მეტწილად იგულისხმება ხოლმე Product Owner, ან Scrum Master. შესაბამისად, ორივე როლი დაკავშირებულია პროექტებისა და პროდუქტების წარმატებით შექმნასთან. ამიტომ მანამ, სანამ Agile-თან დაკავშირებულ საკითხებზე დაიწყებ ფიქრს, გაიაზრე რა არის პროექტი. 


გაეცანი პროექტის სასიცოცხლო ციკლს, რომელიც მოიცავს ინიციირების, დაგეგმვის, აღსრულების, მონიტორინგის, კონტროლისა და დახურვის ფაზებს. იმის გაგება, თუ როგორ ვითარდება პროექტები ამ ფაზების გავლით, დაგეხმარება მოლოდინებისა და გამოწვევების ეფექტურად მართვაში.


აქტიურად გამოიყენე თვითგანვითარების პლატფორმა UpMe

UpMe არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება ყველა Agile-ით დაინტერესებულ ადამიანს მარტივი, ყველასთვის გასაგები ენით, მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული მიდგომის, როლების, პროცესებისა და პრინციპების შესახებ. https://www.agileschool.ge/upme 


UpMe-ის გამოყენება რეკომენდებულია მინიმუმ დღეში ერთი საათის განმავლობაში. პლატფორმაზე შესვლისას, პირველ რიგში გაეცანი Agile ტერმინების ქართულ განმარტებით ლექსიკონს, სადაც მოცემულია ყველა ძირითადი Agile ტერმინი და თითოეულ მათგანზე გაკეთებულია შესაბამისი განმარტება ქართულ ენაზე. ლექსიკონი დაგეხმარება გადალახო ტერმინების ბარიერი, რაც ხშირად დამწყებთათვის რთული ამოცანაა ხოლმე. 


UpMe-ზე ასევე აუცილებლად ჩაუჯექი უფასო ღია ლექციების ჩანაწერებს, სადაც მოისმენ ციფრული პროექტების მართვის შესახებ, როგორ უნდა მოემზადო გასაუბრებაზე, როგორ უნდა გახდე Scrum Master და ა.შ. 


თეორიული ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ როლში დამწყებთათვის, ამიტომ UpMe-ის ბიბლიოთეკაში, თუ შეივლი იპოვი ძალიან კარგ და პრაქტიკაში გამოცდილ წიგნებს, რომლებიც დამერწმუნე, ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა წაიკითხო.


იკითხე ბლოგები

ბლოგების წაკითხვა პროფესიის შეცვლის მომენტშიც და ალბათ, მთელი კარიერის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობაა განვითარების ხელშეწყობისთვის.

ბლოგებს წერენ ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ დიდი პრაქტიკული ან/და თეორიული გამოცდილება დააგროვეს და ახლა მზად არიან შენ გაგიზიარონ. ბლოგერებს მეტწილად უკვე გავლილი აქვთ ის გზა, რომელსაც ახლა შენ გადიხარ და მათი გადმოსახედიდან დანახული სხვადასხვა საკითხი, შეიძლება შენთვის ძალიან დიდი ღირებულების მომტანი იყოს. 


გაიარე სასწავლო კურსები 

სასწავლო კურსების მთავარი იდეა, მდგომარეობს დიდი ინფორმაციის თანმიმდევრულად და კონკრეტული სტრუქტურით მიწოდებაში.


შესაბამისად, სასწავლო კურსის დაწყებამდე, ეცადე გარკვეული ინფორმაცია გქონდეს Agile პროფესიების და ზოგადად Agile-ის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, კურსზე შენი ჩართულობა გაცილებით ეფექტიანი და ღირებულების მომტანი იქნება. 

ეცადე აიღო კურსი, რომელიც მაქსიმალურად ფოკუსირებულია დამწყებებზე და სილაბუსიც შესაბამისად არის შედგენილი.


კურსზე, არავითარ შემთხვევაში არ იყო მსმენელის როლში. პირიქით, ეცადე იყო მაქსიმალურად ჩართული, დასვა კითხვები და ლექტორისგან წამოიღო მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. 


AgileSchool-ის სასწავლო კურსები მთლიანად ზემოთმოცემულ სწავლების მოდელზეა მორგებული და თუ შენ ახლა აპირებ Agile პროფესიების შესწავლას, მაშინ კარგი იქნება, თუ ციფრული პროექტების მართვის კურსს გაივლი. კურსზე ნულიდან შეისწავლი რა არის Agile, რა არის Scrum, რა როლები არსებობს Agile-ში და როგორ მუშაობენ ისინი რეალურ ცხოვრებაში. 


შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, Agile პროფესიების ყველაზე დიდი ბენეფიტი არის ის, რომ არ საჭიროებს დამატებით უნარებს, ტექნოლოგიების ცოდნას და ა.შ. თუ კარგად გამოგდის ადამიანებთან კომუნიკაცია, გიყვარს მათი დახმარება, ან პროდუქტების შექმნის პროცესზე გიჟდები, მაშინ Agile პროფესიები საშენო ყოფილა.

Comments


bottom of page