top of page

როგორ უნდა გაზომო Agile Transformation-ის წარმატება

იცოდი, რომ Agile Transformation ყველაზე გავრცელებული Buzzword-ია ბიზნესში. ამას თავსი ახსნაც აქვს. Agile პრინციპებისა და პროცესების დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება იყონ მაქსიმლაურად მოქნილები და ადაპტირებადები ცვალებად / დინამურ ბიზნეს გარემოსთან.

საინტერესა არა? ამ დროს ისმის კითხვა, როდის უნდა დავიწყო Agile ტრანსფორმაციის პროცესი, პასუხი ერთადერთია და მარტივი - ახლავე. ორგანიზაცია, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იწყებს Agile პრიცნიპებისა და პროცესების დანერგვას, მით უფრო მარტივად "გადააქვს" კომპანიისს მაშტაბირების მტკივნეულ პროცესი.


Agile ტრანსფორმაცია არის პროცესი და მისი დასრულების კონკეტული თარიღის წინასწარმეტყველება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ან/და პროცესში მიღებული შედეგების გაზომვა შეუძლებელია.


Agile ტრანფორმაციის გაზომვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა დარწმუნდე, რომ ორგანიზაცია მოძრაობს სწორი მიმართულებით და აღწევს დასახულ მიზნებს. Agile ტრანსფორმაციის გაზომვა გეხმარება დროულად დააიდენტიფიცირო გასაუმჯობესებელი არეები, შექმნა ტრანსფორმაციის გამჭირვალე პროცესი, რათა დაინახო, როგორი შედეგები მოაქვს მას ბიზნეს შედეგებზე.


გაგიზიარებ რამდენიმე პრაქტიკულ და მნიშვნელოვან მეტრიკას, რომელიც დაგეხმარება Agile ტრანსფორმაციის გაზომვაში.


Time-to-market: არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი. Agile-ის მთელი ფილოსოფია მომხმარებლისთვის ღირებულების სწრაფად მიწოდებაშია. შესაბამისად, უნდა გაზომო დრო მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდებებს შორის და ეს პერიოდი უნდა მცირდებოდეს. ასევე გაეცანი ჩემს პოსტს DORA მეტრიკებთან დაკავშირებით.


Agile Maturity Index: ეს ინდექსი ზომავს Agile mindset-ისა და პროცესების სიმწიფეს ორგანიზაციაში. ეს მეტრიკა შეგიძლია გამოიყენო Agile-ის დანერგვას სხვადასხვა ფუნქციებში, როგორიცაა ორგანიზაციული კულტურა, Agile პროცესები/პრაქტიკები, Agile Software Development მიდგომები განხორციელება და ა.შ.


Agile Metrics: ამ ერთი მეტრიკის ქვეშ რამდენიმე ქვე-მეტრიკაზე მოგიყვები, რომელიც გაზომვაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Velocity Chart, Sprint Burn-Down Chart, Commutative Flow Diagram და ასევე Lead Time.


Employee Satisfaction: Agile ტრანსფორმაცია პირველ რიგში მოიცავს კულტურულ ცვლილებას და მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ შენი თანამშრომლები იაზრებენ და ეთანხმებიან ამ ცვლილებებს. ამის შესაფასებლად რეგულარულად უნდა ჩაატარო თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საზომი არის Employer net promoter score (eNPS).


Customer satisfaction: Agile ტრანსფორმაცია საბოლოო ჯამში შენი მომხმარებლების კმაყოფილებისთვის კეთდება ხომ? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იცოდე, როგორ აისახება შენი ორგანიზაციის ტრანსფორმაცია მომხმარებლის კმაყოფილებაზე. მომხმარებლის კვლების საზომებად შეგიძლია გამოიყენო შემდეგი მიდგომები:

  • Net Promoter Score (NPS)

  • Customer Satisfaction Score (CSAT)

  • Customer Churn Rate (CCR)

  • Customer Service Satisfaction (CSS)

  • Customer Effort Score (CES)

რა თქმა უნდა სხვა ბევრი საზომი ინდიკატორის გამოყენებაც შეგიძლია, მაგრამ გაითვალისწინე, რომ მეტრიკის არსი არის არა მხოლოდ გაზომვა, არამედ მიღებული შედეგების ანალიზი და სწორად რეაგირება.

Comentarios


bottom of page