top of page

თანამედროვე ტრენდები Agile-ში

20 წელზე მეტია, რაც სხვადასხვა ინდუსტრიაში Agile მიდგომების გამოყენებით იქმნება ინოვაციური და წარმატებული პროექტები. ამ პერიოდის განმავლობაში ბუნებრივია Agile-ში არსებული პროცესები და მიდგომები განიცდიდნენ ადაპტაციას, ვითარდებოდნენ და ერგებოდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ, თუ ბიზნეს საჭიროებებს.


Agile-ის შექმნის იდეა ცვალებად გარემოსთან ადაპტირებადი მიდგომების ჩამოყალიბება იყო. თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელი გარემო რადიკალურად განსხვავდება 20 წლის წინანდელი გარემოსგან და დღეს დინამიკური ბაზრის, ძალიან მაღალი კონკურენციისა და ტექნოლოგიების განვითარება გაცილებით უფრო დიდ გამოწვევების წინაშე აყენებს ორგანიზაციებს, ვიდრე ეს შეიძლება ორი დეკადის წინ იყო.

ცხადია, რომ ეს რეაქტიული ცვლილებები ტემპი Agile მიდგომებს, შესაბამის როლებსა და ინდუსტრიებს გვერდს ვერ აუვლის და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს წლებში Agile-ის გარკვეულწილად სახეშეცვლილ ფორმას მივიღებთ.

ამ სტატიაში მინდა გამოვყო ორი ტრენდი, რომელიც უკვე შეინიშნება სხვადასხვა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე საქართველოშიც მოიკიდებს ფეხს.


#1 ტრენდი: Agile არატექნოლოგიური გუნდებისთვის


მიუხედავად იმისა, რომ მეთოდოლოგიურად Agile-ის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გუნდის პროექტებსა, თუ საოპერაციო საქმიანობაში, პრაქტიკა აჩვენებს, რომ Agile მეტწილად ტექნოლოგიური მიმართულების გუნდებშია დანერგილი.

თუმცა თანამედროვე ორგანიზაციები უკვე ძალიან აქტიურად ნერგავენ Agile მიდგომებს ისეთი ტიპის ორგანიზაციულ ერთეულებში, როგორიცაა მარკეტინგი, HR, შესყიდვები, იურიდიული და ა.შ.


მიზეზი კი საკმაოდ ინტუიტიურია. ხშირი ცვლილებები მხოლოდ ტექნოლოგიური მიმართულების გამოწვევა აღარაა. გარდა ამისა, უკვე საკმაოდ მოძველებულია ტერმინი "ბიზნესი" და ტერმინი "ტექნოლოგიები" ერთმანეთისგან გამიჯნულად გამოყენება.


AgileSchool-ის ბიზნესის მიმართულება ორგანიზაციებს სწორედ ამ ტრენდის დანერგვაში ეხმარება. ამ მიმართულებით ჩვენი მისიაა, ორგანიზაციებს დავეხმაროთ პროაქტიულად დაინახონ, რომ Agile-ის ე.წ Silo-ში კეთება არასწორი პრაქტიკაა და ადრეულ ეტაპზევე ვცდილობთ Agile ტრანსფორმაციის პროცესში ჩავრთოთ ორგანიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფუნქციები.


#2 ტრენდი: Agile როლებში ტექნოლოგიური ცოდნა


ისეთი Agile როლები, როგორებიცაა Scrum Master და Product Owner, თეორიული გადმოსახედიდან არ სჭირდებათ ტექნოლოგიების ცოდნა იმისათვის, რომ მეთოდოლოგიით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები წარმატებით შეასრულონ. უამრავ სასწავლო დაწესებულებში, სადაც ადამიანები აღნიშნული პროფესიების სწავლას ცდილობენ, სწორედ აღნიშნული პერსპექტივიდან იაზრებენ ამ როლებს.


თუმცა, თანამედროვე ორგანიზაციები უკვე აღარ განიხილავენ, რომ ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომელმა არ იცოდეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასთან, ან ზოგადად ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საბაზისო ტერმინები მაინც, რადგან ტექნოლოგია თანამედროვე ორგანიზაციის საოპერაციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.


აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ Scrum Master-მა, ან Product Owner-მა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვას და დეველოპერების გუნდთან ერთად შექმნას ინოვაციური პროდუქტი მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ცოდნა იმ დონეზე მაინც, რომ შეძლოს გუნდამდე მიიტანოს შესასრულებელი ამოცანა, ან გუნდს დაეხმაროს შეფერხებების აღმოფხვრაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღნიშნული ტრენდის მიმართ ჯერ კიდევ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს, აქაც დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელში საქართველოც გაიზიარებს მსოფლიოს Top ტექნოლოგიური კომპანიების პრაქტიკებს.

AgileSchool-ში გუნდს, ძალიან გვჯერა ამ სტუდენტებისთვის ტექნოლოგიური უნარების სწავლების აუცილებლობის. სწორედ ამიტომ ჩვენი სასწავლო კურსის ყველა სილაბუსში აუცილებლად შეხვდებით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს და რეალურ გარემოში ჩატარებულ ლექციებზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად სტუდენტები განიხილავენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ საკითხებს.


მიუხედავად იმისა, რომ Agile საკმაოდ მოქნილია ტურბულენტურ გარემოში ოპერირებით, ყველას ვინც პირდაპირ, ან ირიბად მაინც მუშაობს Agile მიდგომებით, გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ მოქნილობა მიიღწევა არა მხოლოდ ათეული წლის წინ დაწერილი თეორიული სახელმძღვანელოებით, არამედ ორგანიზაციის საჭიროებების, კულტურისა და პრაგმატული ოპერაციების ანალიზის გათვალისწინებით.


დასასრულისთვის ვიტყოდი, რომ აღნიშნული ორი ტრენდი სულ რამდენიმე წელში გახდება ყველა თანამედროვე ორგანიზაციის გამოწვევა, ამიტომ კრიტიკულია, რომ პროაქტიულად გადაიდგას შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები.









Comments


bottom of page