top of page

რატომ და როგორ უნდა გახდე Agile ორგანიზაცია

Agile ტრანსფორმაცია პირველ რიგში არ გულისხმობს წიგნებში მოცემული პრაქტიკების კოპირებას. Agile ორგანიზაციად ტრანსფორმაცია პირველ რიგში არსებული პრობლემებისა და მიზნების გააზრებაა, ხოლო ამის შემდეგ შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ორგანიზაციას გახდის მოქნილს და დაეხმარება კონკურენტული უპირატესობის შექმნაში.


მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ რატომ უნდა გახდეს ორიგანიზაცია მეტად Agile


Time to Maket


  • Agile ორგანიზაციად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პროდუქტის მომხმარებლამდე სწრაფი მიწოდებაა. ეს პროცესი ხდება დიდი ამოცანების მცირე ნაწილებად დაყოფითა და იტერაციული მიწოდებით, რითაც კომპანია იღებს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას. შესაბამისად, მომხმარებელს ყოველი იტერაციის ბოლოს მიეწოდება გამოყენებადი პროდუქტი.


კოლაბორაცია

  • Agile ორგანიზაციაში საკმაოდ განვითარებულია კოლექტიური პასუხისმგებლობის კონცერტი. კოლაბორაციის კომპონენტი ვრცელდება, როგორც ორგანიზაციული მიზნების დასახვაზე, სადაც ორგანიზაცია სახავს სტრატეგიულ მიზნებს, რომელიც გამჭირვალეა და ყველა თანამშრომელმა იცის, თუ რა სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება მისი ყოველდღიური რუტინა. შედეგად, ასეთი მიდგომები ავითარებსგუნდებს შორის კომუნიკაციებს და ანგრევს Silo-ების კულტურას.


მუდმივი განვითარება

  • მუდმივი გაუმჯობესება Agile ორგანიზაციაში განუყოფელი ნაწილია. რეგულარული რეტროსპექტივებისა და უკუკავშირების მეშვეობით ორგანიზაცია ახერხებს გასაუმჯობესებელი არეების გამოვლენასა და ახალი იდეების გენერირებას. შედეგად უმჯობესდება პროცესები, პროდუქტები და მომსახურების ხარისხი.


რისკების შემცირება

  • Agile ორგანიზაციაში პროექტების შესრულების რისკები საგრძნობლად მცირდება. ტრადიციული მართვის პირობებში საჭიროა წინასწარი დეტალური დაგეგმარება და გრძელვადიანი აღსრულების პროცესი. ეს კი ზრდის ცვალებად გარემოში ბაზრის საჭიროებებთან შეუსაბამობის რისკს. Agile მიდგომების პირობებში აღნიშნული რისკი შემცირებულია პროდუქტის შექმნის მოკლევადიანი იტერაციებითა და მომხმარებელთან ხშირი უკუკავშირით.


ხარჯების ეფექტიანობა

  • Agile ორგანიზაციის პირობებში გამოშვებული პროდუქტების ხარჯები გამოირჩევა მისი ეფექტიანობით. ეს მიიღწევა ყველაზე ღირებული ფუნქციების ან ფუნქციონალობის მიწოდებაზე ფოკუსირებით, სადაც ორგანიზაცია ღირებულებებზე დაყრდნობით საზღვრავს რესურსების მართვისა და სწორი პრიორიტეტების დასმის საკითხს. ეს უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციის ინვესტიციები შეესაბამება მომხმარებელთა საჭიროებებს და თავიდან იცილებს დროისა და რესურსების დაკარგვას ნაკლებად გავლენიან ფუნქციებზე.


 

ახლა ვისაუბროთ როგორ უნდა გახდეს ორიგანიზაცია მეტად Agile


ცნობიერების ამაღლება


  • Agile ორგანიზაციად ჩამოყალიბებამდე, მნიშვნელოვანია თანამშრომლების განათლება და ცნობიერება (Agile-ის მიმართულებით). Agile ტრანსფორმაციის ლიდერი უნდა დარწმუნდეს, რომ მთელ ორგანიზაციას ესმის ის პრინციპები, ღირებულებები და მეთოდოლოგიები, რომლებიც ეფუძნება Agile-ს. ყველაზე საბაზისო რაც, რაც შეიძლება ტრანსფორმაციის დაწყებამდე ორგანიზაციამ გააკეთოს, არის ტრენინგების ჩატარება, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანია კომპანიის მმართველი დირექტორიებისგან აღნიშნული პროცესის დაწყების საჭიროებაზე საუბარი.


ხედვის გაზიარება

  • Agile ორგანიზაციად ჩამოსაყალიბებლად ხევების გაზიარების ნაწილი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ უნდა დასახოს მიზაინი, თუ საით აქვს მას გაზი აღებულიი, რომ სწორედ ამ მიზნის მირწევისთვის იქნება Agile ტრანსფორმაციის გადაწყვეტილება მიღებული.

  • ორგანიზაციის ხელმძღვანელებს უნდა ესმოდეთ, რომ Agile ტრანსფორმაცია პირველ რიგში ადამიანების ფიქრის ტრანსფორმაციაა, ამიტომ კრიტიულია მათთვის სტრატეგიული მიზნების გააზრებაში დახმარება.


პილოტი პროექტის აღება

  • პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, ორგანიზაციებს ყოველთვის ვურჩევ, რომ დავიწყოთ საპილოტე პროექტებით. ორგანიზაციის ფარგლებში მცირე, კარგად მორგებული პროექტის ან გუნდის იდენტიფიცირება საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ექსპერიმენტები Agile პრაქტიკით კონტროლირებად გარემოში.

  • ამ საპილოტე პროექტების მეშვეობით შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენივე გამოცდილებიდან, გავაუმჯობესოთ მიდგომები და შევკრიბოთ ღირებული ხედვები მანამ, სანამ Agile-ს უფრო დიდ მასშტაბებში დავნერგავთ.


მართვის სწორი მოდელის შერჩევა

  • Agile ტრანსფორმაციის პროცესში, ორგანიზაციაში აუცილებლად უნდა აირჩეს პროექტების, პროცესების მართვის სწორი მოდელი. მაგალითად: Scrum, Kanban, Lean და ა.შ. აღნიშნული მიდგომებით შესაძლებელი ხდება Agile-ის ზემოთ მოცემული ღირებულებები მიღება. თუმცა ამ პროცესში საჭიროა თანმიმდევრულობა, ტრენინგები, პროცესებში ჩამოთვლილი მეთოდების გრადაციული დანერგვა და შემდგომი მასშტაბირება.


მენეჯმენტის მხარდაჭერა

  • მნიშვნელობით, ეს პუნქტი ალბათ პირველ ადგილზე უნდა დამეწერა. ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხარდაჭერა გადამწყვეტია წარმატებული Agile ტრანსფორმაციისთვის. ხელმძღვანელებმა უნდა გააძლიერონ Agile აზროვნება, მოხსნან ორგანიზაციული ბარიერები და უზრუნველყონ საჭირო რესურსები და მხარდაჭერა გუნდებისთვის. ხელმძღვანელები Agile ტრანსფორმაციის პერიოდში თანამშრომლებისთვის უნდა იქცნენ როლ მოდელებად.


გაზომვა

  • პროგრესის მონიტორინგი და გაზომვა ნებისმიერი ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის გარდაუვალი ნაწილია. შესაბამისი მეტრიკისა და შესრულების ძირითადი ინდიკატორების განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ჩვენი ორგანიზაციის Agile სიმწიფე და გავზომოთ ჩვენი Agile ინიციატივების გავლენა.


შეჯამებისთვის, Agile ორგანიზაციად ჩამოყალიბება არის პროცესი და არა ერთჯერადი პროექტი. პრაქტიკა მაჩვენებს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, ასევე მისი აღსრულების პროცესში. ჯამში, სწორად მართულ პროცესს მივყავართ მოქნილი, მასშტაბირებისთვის მზად და ცვლილებებზე მოქნილ კომპანიად გადაქცევამდე.

Σχόλια


bottom of page