top of page

AgileSchool Scrum.org-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

Scrum.org არის მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაცია Scrum-ის მეთოდოლოგიის განვითარებაში. Scrum.org განსაზღვრავს გლობალურ სტანდარტებს Scrum- ის სწავლებისა და სერტიფიცირებისთვის, ხოლო მისი სერტიფიკატები ითვლება ყველაზე პრესტიჟულად Agile სამყაროში.


დღეს მინდა გაგიზიარო მნიშვნელოვანი ამბავი - Agile School გახდა Scrum.org-ის ოფიციალური პარტნიორი და Professional Training Network-ის წევრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართულმა კომპანიამ მოიპოვა ეს სტატუსი.


Scrum.org ძალიან ფრთხილად არჩევს თავის პარტნიორებს. პარტნიორის სტატუსის წევრობის მოპოვება არ არის მხოლოდ ფორმალობა - ეს არის ხანგრძლივი პროცესი, სადაც ძალიან დეტალურად ფასდება კომპანიის გამოცდილება, ექსპერტიზა, შესრულებული პროექტების ხარისხი და სწავლების ხარისხი.


ჩვენი გზა ამ სტატუსის მოპოვებამდე დაიწყო 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა Scrum.org-თან პარტნიორობის მიმართულებით. ეს იყო 6-თვიანი გამოწვევებით სავსე პროცესი, რომელიც მოიცავდა ჩვენი სასწავლო პროგრამების დეტალურ აუდიტს, ტრენერების კვალიფიკაციის გადამოწმებას და მრავალ საფეხურიან შეფასებას Scrum.org-ის ექსპერტების მიერ. ამ პერიოდში ჩვენმა გუნდმა გაიარა დამატებითი ტრენინგები, გადავხედეთ და განვაახლეთ ყველა სასწავლო მასალა, და კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი პრაქტიკული მიდგომა Scrum-ის სწავლებაში.


რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

როდესაც ირჩევ AgileSchool-ს, შენ ავტომატურად იღებ გარანტიას, რომ სწავლობთ Scrum-ს პირველწყაროსთან. ჩვენ ვართ ერთადერთი აქტიური კომპანია საქართველოში, რომელსაც აქვს წვდომა Scrum.org-ის ოფიციალურ სასწავლო მასალებზე, მეთოდოლოგიებზე და უახლეს პრაქტიკებზე.


ჩვენი ტრენერები არიან სერტიფიცირებული Professional Scrum Trainers (PST), რომლებმაც გაიარეს Scrum.org-ის მკაცრი შერჩევის პროცესი. სხვა კომპანიები შეიძლება დაეყრდნონ ინდივიდუალური ლექტორების პირად გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ სტანდარტიზებულ, მაღალი ხარისხის სწავლებას, რომელიც შეესაბამება Scrum.org-ის გლობალურ მოთხოვნებს.


რას ნიშნავს ეს კორპორატიული კლიენტებისთვის?

კორპორატიული კლიენტებისთვის ეს პარტნიორობა აჩენს უნიკალურ შესაძლებლობებს. თქვენი გუნდების Agile ტრანსფორმაცია ახლა ხდება Scrum-ის შემქმნელების მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ტრენინგებს, არამედ სრულ მხარდაჭერას Scrum-ის დანერგვის პროცესში.


ეს მოიცავს კომპანიის სპეციფიკაზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს, პრაქტიკულ ვორქშოპებს რეალურ პროექტებზე, უწყვეტ საკონსულტაციო მხარდაჭერას, თანამშრომლების სერტიფიცირებას და სხვა.


Scrum.org-ის სტანდარტებთან შესაბამისობა ნიშნავს, რომ თქვენი გუნდები იღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაფუძნებულია გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებზე.


რას ნიშნავს ეს ინდივიდუალური სტუდენტებისთვის?

ინდივიდუალური სტუდენტებისთვის ეს პარტნიორობა ნიშნავს სრულ წვდომას Scrum.org-ის ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ყველა ჩვენი კურსი აგებულია Scrum.org-ის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სასწავლო გეგმის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სწავლების პროცესის სრულ შესაბამისობას მათ მაღალ სტანდარტებთან.


სტუდენტები იღებენ იმავე ხარისხის განათლებას, რასაც Scrum.org აწვდის მსოფლიოს წამყვან კომპანიებს. ეს არის გარანტია, რომ თქვენი ცოდნა და უნარები სრულად შეესაბამება Scrum-ის გლობალურ სტანდარტებს, რაც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის Agile გარემოში.


ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიტანოთ საერთაშორისო სტანდარტები ქართულ ბაზარზე და დავეხმაროთ ადგილობრივ პროფესიონალებს მიაღწიონ წარმატებას გლობალურ დონეზე.

Comments


bottom of page