Agile ტრანსფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო პროცესია და მისი ეფექტიანობის დანახვა ხშირად შეუძლებელი თვალისთვისაც იოლია, მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რეალური Business Agility გაიზომოს რიცხვებით.
აი ხუთი ძირითადი მეტრიკა და ინდიკატორი, რომლებიც დაგეხმარება შეაფასო და თვალი ადევნო ბიზნესის Agility-ს.
Time to Market
პროდუქტის, ან სერვისის მომხმარებლამდე მიწოდებისთვის საჭირო დროის შემცირება არის Agile-ის კრიტიკული მეტრიკა. ბაზარზე გასვლის უფრო მოკლე დრო ნიშნავს, რომ ორგანიზაციას შეუძლია უფრო სწრაფად უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
ძირითადი საზომი მეტრიკები:
Lead Time - დრო Feature-ის მოთხოვნიდან მიწოდებამდე
Cycle Time - დრო კონკრეტული თასქის შექმნიდან მის დასრულებამდე
Deployment Frequency - პროდუქტების, ფიჩერების რეალურ გარემოზე დანერგვის სიხშირე
Change Failure Rate - დანერგვების %, რომელმაც გამოიწვია შეფერხებები რეალურ გარემოზე
Mean Time to Restore (MTTR) - დრო, რომელიც საჭიროა რეალურ გარემოზე მომხდარი დეფექტების აღსადგენად ( დანერგვის შემდგომ )
მომხმარებელთა კმაყოფილება
მომხმარებლის უკუკავშირი და კმაყოფილების დონე პირდაპირი ინდიკატორებია იმისა, თუ რამდენად კარგად პასუხობს ორგანიზაცია მომხმარებელთა საჭიროებებს.
მაღალი კმაყოფილების დონეც პირდაპირ კავშირშია Agile პროცესების გამართულ ფუნქციონირებასთან.
როგორ გავზომოთ:
გამოიყენე Net Promoter Score (NPS) და Customer Satisfaction Score (CSAT) გამოკითხვები მომხმარებელთა ლოიალურობისა და კმაყოფილების შესაფასებლად.
თანამშრომელთა ჩართულობა
ჩართული თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები, ინოვაციურები და ერთგულები არიან ორგანიზაციის მიზნების მიმართ.
როგორ გავზომოთ:
ჩაატარე რეგულარული თანამშრომელთა ჩართულობის გამოკითხვები.
გაზომე კადრების გადინების მაჩვენებლები და თანამშრომელთა მონაწილეობა Agile პრაქტიკებში.
ინოვაციის მაჩვენებელი
სიჩქარე, რომლითაც ორგანიზაციას შეუძლია ინოვაცია და ახალი იდეების რეალიზება, არის Business Agility-ის ძლიერი ინდიკატორი. Agile ორგანიზაცია ხელს უწყობს მუდმივი გაუმჯობესებისა და ინოვაციის კულტურას.
როგორ გავზომოთ:
თვალყური ადევნე ახალი პროდუქტების, სერვისების ან ფუნქციების რაოდენობას, რომლებიც შეიქმნა კონკრეტულ პერიოდში.
ფინანსური შედეგები
ფინანსური მეტრიკები, როგორიცაა შემოსავლების ზრდა, მომგებიანობა და ხარჯების ეფექტურობა, პირდაპირ და იღიბად დაკავშირებულია Agile პრინციპების სწორად გამოყენებასთან.
როგორ გავზომოთ:
თვალყური ადევნე ძირითად ფინანსურ ინდიკატორებს, მათ შორის შემოსავლების ზრდას, მოგების მარჟებს და ინვესტიციის უკუგებას (ROI).
შეადარე ფინანსური შედეგები Agile პრაქტიკების დანერგვამდე და შემდეგ.
Comments