დარწმუნებული იყავი, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში ხშირად გაიგებ ტერმინს "Code Review". არატექნიკური ადამიანისთვის ეს ტერმინი შეიძლება რთულად და საშიშად ჟღერდეს, მაგრამ ამ პოსტში ძალიან მარტივად აგიხსნი მის მნიშვნელობასა და პროცესს.
რა არის Code Review
Code Review პროგრამირების პროცესის ფუნდამენტური პრაქტიკაა. მოიცავს დეველოპერების მიერ კოდის ცვლილებების შემოწმებას, რათა უზრუნველყოს ხარისხი, კოდის სტანდარტების დაცვა და Solution-ის ეფექტურობა.
როდესაც დეველოპერი დაასრულებს კონკრეტულ დავალებაზე მუშაობას, აღნიშნულ სამუშაოს (კოდს) განსახილველად უგზავნის სხვა დეველოპერეს (ამ პროცესს Pull Request-ს ვეძახით). დეველოპერი გადახედავს შესრულებული კოდს და განხილვას ქვემოთ მოცემულ კონტექსტში:
კოდში აშკარა ლოგიკური შეცდომები
დავალების მოთხოვნების შესაბამისად შესრულება
კოდის სტანდარტებთან შესაბამისობა
რატომ არის Code Review მნიშვნელოვანი?
ხარისხი: Code Review გუნდს ეხმარება ხარისხის დაცვაში. დეველოპერებს ამ პროცესით შეუძლიათ დაიჭირონ და გამოასწორონ დეფექტები, მანამ, სანამ ამოცანა ტესტერთან გადავა გასატესტად.
ცოდნის გაზიარება და კოლაბორაცია: Code Review ხელს უწყობს თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას დეველოპერებს შორის. ერთმანეთის კოდის განხილვით, დეველოპერები სწავლობენ ახალ მიდგომებსა და ტექნიკებს. ხელს უწყობს უწყვეტი სწავლისა და გაუმჯობესების კულტურას განვითარების გუნდებში.
თანმიმდევრულობა და საუკეთესო პრაქტიკა: Code Review ხელს უწყობს კოდის სტანდარტების შენარჩუნებას და უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას პროექტში. ხელს უშლის ტექნიკური ვალების დაგროვებას.
შეცდომების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა: Code Review გადამწყვეტ როლს თამაშობს პოტენციური შეცდომების, ლოგიკური შეცდომების ან შესრულების შეფერხებების იდენტიფიცირებაში, რაც ამცირებს ასეთი საკითხების გავლენას საბოლოო პროდუქტზე.
Comentários