თანამედროვე Software Development დღითიდღე მოდერნიზაციას განიცდის, იცვლება მიდგომები და ჩნდება ბევრი ახალი როლი. ამ სტატიაში ძალიან მარტივად და გასაგებად მოგიყვები ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლის, Engineering Manager-ის შესახებ.
Engineering Manager-ის როლში უმეტესწილად გადადიან პროგრამირებაში, ან პროგრამულ არქიტექტურაში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომელთაც ტექნოლოგიური უნარების გარდა, საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული ადამიანებთან კომუნიკაციისა და ემპათიის უნარები.
კონტრიბუციის ზონები:
Engineering Manager პასუხისმგებელია პროგრამული უზრუნველყოფის სრულ სასიცოცხლო ციკლზე. კონტრიბუციის ზონებში ფარავს ხალხს, პროცესებსა და ბიზნესს.
ხალხი:
Engineering Manager სიღრმისეულად ჩართულია ინჟინრების (იგივე დეველოპერების) the well-being-ში
1:1 შეხვედრები:
Engineering Manager კონკრეტული სიხშირით ატარებს ინჟინრებთან One on One ტიპის შეხვედრებს, სადაც უსახავს კომპეტენციური განვითარების გეგმებს და აძლევს უკუკავშირებს.
სწავლება და განვითარება და და მხარდაჭერა:
Engineering Manager პირდაპირ არის ჩართული დეველოპერების განვითარების პროცესში. ეს იფარება პირადი მენტორინგით, ტრეინინგებითა და სემინარებით
ორგანიზაციის კონტექსტი:
Engineering Manager ჩართულია ორგანიზაციის დონის ამოცანებში, რაც სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომის დანერგვას გულისხმობს. ქმნის პროცესებს, რომელიც ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის პროცესის გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის პროდუქტის სწრაფად მიწოდებას.
ტექნიკური Roadmap
Engineering Manager აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის, ან გუნდის ტექნოლოგიური Roadmap-ის ჩამოყალიბებაში. ასევე ჩართულია გუნდის სინქრონიზაციაზე ორგანიზაციულ მიზნებსა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ Roadmap-ს შორის.
პროდუქტის განვითარება და კოლაბორაცია პროდუქტის მფლობელთან
Engineering Manager-მა საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეძლება შეიტანოს პროდუქტის განვითარებაში. მისი ჩართულობა პროდუქტის განვითარებასთან და მასშტაბირებასთან ერთად, ტექნოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა იქნება. აქტიურად არის ჩართული პროდუქტის მფლობელთან კოლაბორაციაში და ემუშავება, როგორც პარტნიორი დაგეგმარების, აღსრულებისა და მონიტორინგის
თუმცა ზოგიერთ მოწყობაში Engineering Manager შეიძლება პროდუქტის განვითარების ნაწილში არ იყოს ჩართული და პასუხისმგებელი მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის დაფარვაზეა.
Comments