top of page

განსხვავება ფასილიტაციასა და მოდერაციას შორის



თუ პროექტის მართვისთვის Scrum მიდგომის არჩევას გადაწყვეტ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გაქვს ცვალებად და კომპლექსურ გარემოსთან. ამიტომ უნდა იცოდე, რომ ასეთ გარემოში ეფექტურ კოლაბორაციასა და კომუნიკაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წარმატების მისაღწევად.


Scrum-ში ხშირად შეხვედები ტერმინ ფასილიტაციას, მაგრამ თითქმის არსად არ გხვდება ტერმინი - მოდერაცია. ძალიან ხშირად ამ ორ განსხვავებულ პროცესს სინონიმური მნიშვნელობით იყენებენ.


ამ ბლოგში მოგიყვები ფასილიტაციისა და მოდერაციის ტექნიკების შესახებ.


ფასილიტაცაცია და Scrum Master ფასილიტატორის როლში


ფასილიტაცია არის Scrum გუნდის წევრებსა და ჯამში, პროექტში ჩართულ ყველა მხარეს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და კოლაბორაციის უზრუნველყოფის ხელოვნება. ეს არის აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს გუნდის წევრებს შორის გამჭვირვალე, ღია და ნდობაზე დამყარებული კომუნიკაციის არსებობას.


Scrum Master, როგორც ფასილიტატორი, აქტიურად უსმენს გუნდის წევრებს, რწმუნდება, რომ გუნდის თოთოეული წევრის პოზიცია და სათქმელი გაჟღერებულია; ის კრიტიკულ როლს თამაშობს დაბრკოლებების აღმოფხვრაში, ჯანსაღი დისკუსიების წარმართვაში და ეხმარება გუნდს კონსესუსის მიღწევაში.

სქრამ მასტერს ფასილიტატორის როლში შემდეგი ძირითადი პასუხისმგებლობები აქვს:

  • Scrum ცერემონიების ორგანიზება და ფასილიტაცია

  • ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა.

  • გუნდის თვითორგანიზებისა და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების პროცესის წახალისება.

  • პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებული დისკუსიების წარმართვასა და კონფლიქტების მოგვარებაში გუნდის დახმარება.


მოდერაცია და Scrum Master მოდერატორის როლში


მოდერაცია Scrum-ში გულისხმობს, შეხვედრებისა და დისკუსიების მხარდასაჭერად, სტრუქტურირებული და მართვადი გარემოს შექმნას. მოდერატორი რწმუნდება, რომ დისკუსია წარიმართება გეგმისამებრ, შეხვედრის მიზნები მიღწეულია და დროის მენეჯმენტი ეფექტურია. ამასთან, ის ფოკუსირებულია თანმიმდევრობის, წესრიგისა და ძირითადი პრინციპების დაცვაზე, რაც გუნდს ეხმარება მიზნის ეფექტურად მიღწევაში.


Scrum Master, როგორც მოდერატორი რწმუნდება, რომ Scrum ცერემონიები წინასწარ გაწერილი დღის Agenda-ისა და Timebox-ის დაცვით ტარდება და დისკუსიის ფოკუსიც შენარჩუნებულია.

Scrum Master-ს მოდერატორის როლში შემდეგი ძირითადი პასუხისმგებლობები აქვს:

  • Scrum ცერემონიების განრიგის განსაზღვრა და ყველა საკვანძო საკითხის დაფარვის უზრუნველყოფა.

  • Timebox-ის დაცვა და დისკუსიების მართვა წინასწარ განსაზღვრული დროის შესაბამისად.

  • გუნდის წევრების ფოკუსის მიმართვა და შეხვედრის მიზანზე კონცენტრირება

  • პროცესებში გუნდის თითოეული წევრის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა და რომელიმე ინდივიდისა და/ან ჯგუფის დომინანტობის უგულებელყოფა.

პრაქტიკაში გამოცდილი სქრამ მასტერი ყოველთვის ითავსებს, როგორც ფასილიტატორის, ასევე მოდერატორის როლს გუნდის სპეციფიკური საჭიროებების კონტექსტის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია, სქრამ მასტერმა შეძლოს დაიცვას ბალანსი პროდუქტიული დისკუსიების ფასილიტაციასა და სქრამ პროცესების მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი სტრუქტურისა და დისციპლინის უზრუნველყოფას შორის.


დასკვნის სახით შემიძლია გითხრა, რომ ფასილიტაცია და მოდერაცია სქრამ მასტერის ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ამასთან, ერთმანეთის შემავსებელი როლებია.


ფასილიტატორი ფოკუსირებულია თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, გუნდის უფლებამოსილების გაზრდასა და დაბრკოლებების აღმოფხვრაზე. თავის მხრივ, მოდერატორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტრუქტურის, დროის მენეჯმენტის, დისციპლინის დაცვას და ასევე, დისკუსიების წარმართვასდადგენილი ძირითადი წესების გათვალისწინებით.

Kommentare


bottom of page