top of page

3 ნიშანი, როდესაც ორგანიზაციას OKR ჭირდება

Agile ორგანიზაციებში, სტრატეგიული მიზნების გამჭვირვალობა და ყველა თანამშრომელთან გაზიარება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აუცილებელია, რომ თანამშრომლებმა იცოდნენ როგორია მისი კონკრეტული კონტრიბუცია ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან მიმართებაში.


ასეთი მიდგომა ზრდის თანამშრომლის ჩართულობას, Urgency-ის შეგრძნებას (რასაც ასე ნატრულობენ ორგანიზაციები) და რაც ყველაზე მთავარია, რიცხვებში შეგიძლია გაზომო დასახული მიზნების შესრულების პროგრესი.


დიახ, OKR Framework- ზეა საუბარი. რა არის OKR Framework, ან რით განსხვავდება KPI-ისგან, ამაზე ჩვენს სხვა პოსტებში შეგიძლია წაიკითხო.

ნიშანი #1: ორგანიზაციის სტრატეგია მხოლოდ სიტყვებია

ორგანიზაციის ხელმძღვანელები სახავენ სტრატეგიულ მიზნებს, შემდეგ ასისტენტს ეს მიზნები გადმოაქვს Power Point-ის ფაილში და აზიარებს დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან? ისინი თავის მხრივ ,ამ ფაილს აზიარებენ თანამშრომლებთან. ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ჰგონიათ, რომ ეს მიზნები ყველას გააზრებული აქვს, რეალურად ყველა დაკავებულია, მაგრამ დასახული მიზნები მაინც არ სრულდება. ეს არის პირველი ნიშანი, როდესაც OKR-ის დანერგვაზე უნდა დაფიქრდე.


ნიშანი #2: მიზნის სიცხადის და მიმართულების ნაკლებობა:

ეს პირველი ნიშნის გაგრძელებაა. დეპარტამენტების უფროსები ისე, რომ თვითონაც არ აქვთ გააზრებული თავიანთი მიმართულების წილი Power Point-ის ფაილში მოცემულ მიზნებთან, ცდილობენ თავიანთ თანამშრომლებს გააგებინონ დოკუმენტის შინაარსი. სტანდარტულ შემთხვევაში, შეხვედრის შემდეგ გუნდი ისევ დაუბრუნდება თავის Backlog-ს, საუკეთესო შემთხვევაში ეცოდინებათ რა არის ორგანიზაციის სტრატეგია, მაგრამ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას გუნდმა, ან რა არის მათი ინდივიდუალური კონტრიბუცია ამ სტრატეგიაში, უცნობია.


ნიშანი #3: სტრატეგიული მიზნის მიღწევაზე ფოკუსირების ნაკლებობა:

მესამე ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მათ შორის ისეთ ორგანიზაციებშიც, სადაც OKR Framework გარკვეულწილად უკვე დანერგილია. ეს არის მდგომარეობა, სადაც ორგანიზაცია კვარტლის დასაწყისში დაირაზმა კონკრეტული სტრატეგიული ამოცანების შესრულებისას, გუნდის ყველა წევრისთვის გასაგებია რა არის გასაკეთებელი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მიზნები "იზილება" თანამშრომლების სხვა ყოველდღიურ რუტინებში და გუნდი კარგავს ფოკუსს და კონცენტრაციას დასახულ მიზნებზე.

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ OKR Framework-ის დანერგვა სასწაულმოქმედი შედეგების გარანტია, მაგრამ ეს Framrwork სწორად დანერგვის პირობებში ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების ფოკუსსა და პროგრესის რიცხვებში გაზომვის იდეალური საშუალებაა.

Comments


bottom of page