კომფორტის ზონა მხოლოდ ადამიანებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა არაა. ორგანიზაციებშიც საკმაოდ ხშირად ვარდება მდგომარეობაში, ვერ ამჩნევენ, რომ გარშემო არსებული კონკურენტულმა გარემომ შეიძლება რისკი შეუქმნას მათ სიცოცხლისუნარიანობას.
ამ ბლოგში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნის "Our Iceberg Is Melting"-ის მაგალითზე მოგიყვები რატომ არის მნიშვნელოვანი ცვლილებების დროულად განხორციელება და რა სირთულეებს აწყდება ორგანიზაცია ტრანსფორმაციის პროცესში.
სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავიდოდე, მოდი ჯერ ძალიან მოკლედ მოგიყვები რა ხდება ამ წიგნში, რომელიც სხვათა შორის UpMe-ის ბიბლიოთეკიდან შეგიძლია გადმოწერო.
სიუჟეტი ვითარდება ანტარქტიდაზე, სადაც პინგვინების ჯგუფი ერთ ძალიან დიდ აისბერგზე რამდენიმე ასეული წელი კომფორტულ გარემოში ცხოვრობდა. არც საკვებზე ჰქონდათ საზრუნავი, მაღალი კლეების გამო ზამთრის ქარბუქიც არ აწუხებდათ და ფიქრობდნენ, რომ სულ ასე გაგრძელდებოდა. თუმცა მოულოდნელად პინგვინები აღმოაჩენენ, რომ მათი აისბერგი დნება.
ყველაფერი იწყება იმით, რომ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ფრედი ამჩნევს აისბერგის დნობის საგანგაშო ნიშნებს. გადაწყვეტს, რომ სასწრაფო წესით გააგებინოს ყველას ამ აღმოჩენის შესახებ. თუმცა, ისევე როგორც რეალურ ორგანიზაციებში, წიგნშიც, ფრედის მსგავს ხალხს ყველა სკეპტიკურად უყურებს. ფრედი პინგვინების მენეჯმენტ გუნდამდე ახერხებს საკითხის მიტანას, თუმცა ბორდს მოჰყავთ არგუმენტები, რომ ამდენი წელი აისბერგი მყარად იდგა და ახლა რა საფრთხე უნდა შეჰქმნოდა, განსაკუთრებით იმ პინგვინებისგან იღებდა ფრედი რეზისტენტულობას, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წიგნში ძალიან კარგად არის მოყვანილი პრობლემის ვიზუალიზაციის მნიშვნელობა, სადაც ფრედს მიაქვს აისბერგის მაკეტი და ამგვარად ახერხებს მენეჯმენტ ბორდის დარწმუნებას პრობლემის რეალურობაში.
გარდა ამისა, წიგნში პრობლემის ცვლილებების მართვის ისეთი პრინციპებზეა ხაზი გასმული, როგორიცაა მცირე და პრობლემაზე ფოკუსირებული გუნდის შექმნა, ასევე ლიდერშიპის ჩართულობა ასეთი ტიპის პროცესში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზაციის ( ამ შემთხვევაში, პინგვინების) Aligmnet ერთი მიზნის გარშემო.
ერთ-ერთი თავი, რომელმაც პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იყო თოლიასთან შეხვედრის სცენა.
ფრედი დაინახავს თოლიას, რაც ანტარქტიდისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. აღმოჩნდა, რომ თოლია იყო ექსპედიტორი, რომელიც თავისი ჯგუფისთვის ეძებდა ახალ-ახალ საცხოვრებელ ადგილებს და სწორედ ეს გახდება ინსპირაცია პინგვინებისთვის, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პინგვინებმა უბრალოდ კი არ დააკოპირეს თოლიის მიზნები, არამედ თქვეს, რომ ჩვენ პინგვინები ვართ და თოლიის მიზნების შესაბამისად მოქმედება არ გვმართებსო. ანუ სხვა ორგანიზაციის წარმატების მსგავსი ნაბიჯები კი არ გადადგეს, არამედ შექმნეს მათზე მორგებული უნიკალური სამოქმედო გეგმა.
საბოლოოდ, პინგვინები, ფრედის ხელმძღვანელობით შთაგონებული, არა მხოლოდ გადაურჩებიან აისბერგის დნობით გამოწვეულ კატასტროფებს, არამედ საოცარ შედეგებს მიაღწევენ თავიანთ ტრანსფორმირებულ სამყაროში.
Urgency ახალისებს პროაქტიულ აზროვნებას: წიგნი ხაზს უსვამს Urgency-ის მნიშვნელოვან როლს ცვლილების ინიციატივებში. გადაუდებლობის განცდის დანერგვა პინგვინებს ეხმარება გააცნობიერონ ცვლილებების საჭიროება და ხელს უწყობს პროაქტიულ აზროვნებას.
შექმენი კოალიცია: წარმატებული ცვლილება მოითხოვს თანამშრომლობას და მხარდაჭერას მენეჯმენტისგან. მხოლოდ ფრედი, პინგვინების ჯგუფის ხელმძღვანელების ინიციატივის გარეშე, ვერაფერს შეძლებდა. ვერ დაარწმუნებდა სხვა პინგვინებს კატასტროფის რეალურობაში და ვერც ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო რესურსებს ვერ მოიძიებდა.
ხედვა და სტრატეგია: აუცილებელია ცვლილების შედეგების მკაფიო ხედვა. ცვლილება ისედაც მტკივნეული პროცესია, ამიტომ მენეჯმენტმა ყველასთან უნდა გააზიარონ იგი. წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთო ხედვა იყოს ძლიერი მოტივატორი.
Quick Win-ების წახალისება: მოკლევადიანი გამარჯვებების აღნიშვნა და კომუნიკაცია გადამწყვეტია ცვლილებების მენეჯმენტში. პროგრესის აღიარება ზრდის იმპულსს და აძლიერებს ცვლილების პროცესის დადებით ასპექტებს. მენეჯმენტმა აქტიურად უნდა აღიარონ მიღწევები თავიანთ გუნდებში მოტივაციის შესანარჩუნებლად.
Comments