top of page

ორგანიზაციული სწავლების მნიშვნელობა თანამედროვე ორგანიზაციაში

ალბათ გსმენია CFO-სა (Chief Financial Officer) და CEO-ს საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული დიალოგი, სადაც CFO ამბობს: "რა მოხდება თუ თანამშრომლების განვითარებაში ჩავდებთ ინვესტიციებს, ხოლო შემდეგ ისინი წავლენ?", რაზეც CEO პასუხობს: "მოხდება მაშინ, თუ თანამშრომლებს არ განავითარებთ და დარჩებიან?"


ამ ციტატის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თანამშრომლები უნდა განიხილო, როგორც ორგანიზაციის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი. შესაბამისად, ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების მიღწევა, პირდაპირპროპორციულია თანამშრომლების Seniority-ის დონეზე.


ამ ბლოგში ორგანიზაციული სწავლების მნიშვნელობაზე მინდა, რომ გესაუბრო და აქცენტი გავაკეთო Agile-ისა და საქმის ორგანიზების ნაწილზე.


 

მუდმივად ცვალებად და მაღალკონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი ზომის, იქნება ეს Start Up, თუ Enterprsie დონის ორგანიზაცია, უნიკალური გამოწვევის წინაშე დგას, რაც მოითხოვს შეზღუდული რესურსებით განსხვავებული და ინოვაციური მიდგომებს გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში.


სწორედ ასეთ გამოწვევებთან გამკლავებისთვის გამოიყენება Agile, რომლებიც ცვლილებასთან მოქნილი ადაპტაციის შესაძლებლობის ინსტრუმენტია. თუმცა მხოლოდ კონკრეტული მართვის მიდგომების დანერგვამ, შეიძლება გაცილებით მძიმე შედეგები გამოიწვიოს.


Agile მიდგომები მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია გამოიყენება ორგანიზაციების მართვისთვის, საქართველოში ჯერ კიდევ აუთვისებელია და შესაბამისად, საკმაოდ ცოტა თანამშრომელია, ვისაც ამ მიდგომით მუშაობის გამოცდილება აქვს.


მოდი ვაღიაროთ, რომ დიადი მიზნების მიღწევა დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლებით შეუძლებელია. მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების დეფიციტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შეინიშნება, სხვა კომპანიიდან გადმობირება კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზაციები დილემის წინაშე დგებიან, ან უნდა დახარჯონ ფული რეკრუტინგზე, ან ჩადონ ინვესტიცია არსებული რესურსების Upskilling-ში.


თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა თანამედროვე ორგანიზაციაში აღარ მეტყველებს კარგ მენეჯმენტზე, ან სასარგებლო აქტივობაზე, ეს ორგანიზაციის გადარჩენის და კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების ერთ ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.

დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლების პირობებში იზრდება განმეორებადი შეცდომების რაოდენობა, იზრდება Rework და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იზრდება მომხმარებლისთვის ღირებულების მომტანი პროდუქტის მიწოდების დრო.


 

პოსტის ამ ნაწილში მოგიყვები რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს თანამშრომლების Agile მიდგომებზე გადამზადებამ.


პროექტის დაჩქარებული მიწოდება

Agile მიდგომები აუმჯობესებს პროექტის მართვის პროცესებს. გუნდები ისწავლიან რთული პროექტების ღირებულის მომტან, მცირე Deliverable-ად დაყოფას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პროექტის უფრო სწრაფ და ეფექტურ მიწოდებას. Time to Market დრო გადამწყვეტია და Agile ტრენინგი უზრუნველყოფს ორგანიზაციის წარმატებას.


კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის გაძლიერება

Agile პრინციპები ხაზს უსვამს თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობას. ტრენინგზე პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით თანამშრომლები შეიძენენ განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები, დაანგრიონ Silo-ები და განივითარონ ღია კომუნიკაციის კულტურა. ეს არა მხოლოდ ზრდის პროდუქტიულობას, არამედ აუმჯობესებს საერთო სამუშაო გარემოს.


უწყვეტი გაუმჯობესების კულტურა

Agile მიდგომები ავითარებს უწყვეტი გაუმჯობესების კულტურას. თანამშრომლები ლექციებზე ისწავლიან გავლილი საკითხების თავიანთ პროცესებზე ასახვას და გაუმჯობესების სფეროები განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ოპტიმიზაციას და ინოვაციას.


Lean პრაქტიკის მიღება

Lean პრინციპების გააზრების გარეშე Agile ვერ მუშაობს ეფექტურად. Agile ტრენინგზე თანამშრომლები გაეცნობიან Lean-ის პრაქტიკებს, ისწავლიან Waste-ების აღმოჩენასა და აღმოფხვრას ბიზნეს პროცესებიდან. ეს კი იწვევს ხარჯების დაზოგვას, გამარტივებულ პროცესებს და რესურსების ეფექტურ მართვას.


გაუმჯობესებული რისკების მართვა

Agile მიდგომები აერთიანებს რისკების მართვას, როგორც Development-ის პროცესის განუყოფელ ნაწილს. ტრენინგის საშუალებით, გუნდები გახდებიან კომპეტენტური რისკების ადრეულ იდენტიფიცირებასა და შერბილებაში, რითაც შეამცირებენ პროექტის წარუმატებლობის ალბათობას


გაზომვადი შესრულების მეტრიკა

Agile მეთოდოლოგია ხაზს უსვამს მეტრიკის გამოყენების მნიშვნელობას სამუშაო პროცესის შესრულების გასაზომად და გასაუმჯობესებლად. Agile ტრენინგში ინვესტიციით, ორგანიზაცია იძენს მუშაობის შესრულების ძირითად ინდიკატორებსა და მონიტორინგის ინსტრუმენტებს, რაც განაპირობებს მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას და სტრატეგიების მუდმივ დახვეწას.











Comments


bottom of page