ამ სტატიაში ვეცდები მარტივად აგიხსნა ვინ არის Product Manager და მოგიყვე მისი პასუხისმგებლობის არეების შესახებ. ასევე მოგიყვები რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან Product Manager და Product Owner.
მაშ ასე, Product Manager (იგივე PM) არის როლი, რომელიც აიდენტიფიცირებს მომხმარებლის საჭიროებებსა და მსხვილ ბიზნეს Objective-ებს, აყალიბებს პროდუქტის ხედვას და წარმატების კრიტერიუმებს, აყალიბებს პროდუქტის განვითარების გეგმას და ემუშავება შესაბამის გუნდებს, რათა პროდუქტის აქციოს რეალობად.
თუმცა ყველაფერი მთლად ასე მარტივად არაა. Product Manager პასუხისმგებელია პროდუქტის სრულ სასიცოცხლო ციკლზე, იდეიდან, პროდუქტის შექმნისა და მისი განვითარების ჩათვლით. PM მჭირდრო კოლაბორაციაშია პროდუქტის შექმნისთვის საჭიროების შესაბამის ყველა როლთან, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ. In House Development გუნდი, გაყიდვების გუნდი, მარკეტინგი გუნდი, იურისტები, მესამე მხარის სერვისის მომწოდებლები და ა.შ.
Product Manager-ის პასუხიმგებლობები უმეტესწილად დამოკიდებულია ორგანიზაციის მასშტაბზე, პროდუქტსა და ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, თუმცა ვეცდები გაგიზიარო PM-ის ზოგადი, მაგრამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების არეები.
მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება: PM მუდმივ რეჟიმში ემუშავება მომხმარებლებს, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შესაქმნლად
პროდუქტის ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება: მომხმარებელთა საჭიროებების დადგენის შემდეგ, პროდუქტის მენეჯერი განსაზღვრავს პროდუქტის ხედვასა და სტრატეგიას, რათა დარწმუნდეს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინებს.
პროდუქტის Roadmap-ის ჩამოყალიბება: პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია პროდუქტის Roadmap-ის შექმნასა და მართვაზე, რომელიც ასახავს პროდუქტის პროდუქტის განვითარების ეტაპებს სხადასხვა დროით პერიოდში.
ბაზრის კვლევა: პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია ბაზრის კვლევის ჩატარებაზე, კონკურენტული გარემოს შესწავლასა და პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების დასადგენად.
მომხმარებელებისგან უკუკავშირის მიღება: პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია პერიოდულად შეაგროვოს მომხმარებლებისგან უკუკავშირი და ამით განავიტაროს მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი.
პროდუქტის მარკეტინგი: პროდუქტის მენეჯერი მჭიდროდ თანამშრომლობს მარკეტინგის გუნდთან, რათა შექმნას მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდებას.
პროდუქტის გაყიდვები: პროდუქტის მენეჯერი მუშაობს გაყიდვების გუნდთან, რათა უზრუნველყოს პროდუქტის წარმატებით გაყიდვა.
ალბათ შეამჩნიე, რომ Product Manager-ისა Product Owner-ის როლებს შორის არის გარკვეული გადაკვეთის წერტილები. განსხვავებებს რაც შეეხება, ძირითადი განმასხვავებელი არის მასშტაბი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია როლებს შორის ძირითადი განსხვავებები.
შენიშვნა: ბუნებრივია არსებობს სხვა ბევრი განმასხვავებელი და გადაკვეთის წერტილები, თუმცა ეს ცხრილი ფარავს ძირითად საკითხებს.
| Product Manager | Product Owner |
---|---|---|
Focus Area | ბისნესის განვითარება, მომხმარებლის კმაყოფილება, ბაზრის საჭიროებები | Product Backlog Delivery, პროდუქტის ფუნქციონალი და მოთხოვნები |
Ownership | მთლიანი პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი | Product Backlog |
Strategy | განსაზღრავს პროდუქტის ხედვას და სტრატეგიას | პროდუქტის ხევისა და სტრატეგიის შესაბამისად, პროდუქტის ბექლოგის პრიორიტეტიაცია |
Team collaboration | ემუშავება პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ყველა გუნდს | ემუშავება Development Team-ს |
Communication | კომუნიკაციაშია მომხმარებლებთან, stakeholder-ებთან, მარკეტინგთან და ყველა პროდუქტთან დაკავშირებულ გუნდთან / მხარესთან | კომუნიკაცია Development Team-თან პროდუქტის ბექლოგის მაშტაბის ჭრილში |
Metrics | ზომავს პროდუქტის წარმატებას, მომხმარებლის კმაყოფილებას, ფინანსურ შედეგებს | ზომავს Product Backlog-ის შესრულებას |
Skills | ბიზნესი, სტრატეგია, ლიდერობა, კომუნიკაცია | პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისი ცოდნა, პრიორიტეტიზაცია, კომუნიკაცია |
Tools | Product Roadmap, კონკურენტების ანალიზი, მომხმარებლის უკუკავშირი | Product backlog, user stories, and sprint planning |
Comentarios