top of page

რა განსხვავებაა Scrum Master-სა და Project Manager-ის როლს შორის

ერთი შეხედვით ამ როლებს შორის გარკვეული მსგავსების დანახვა შეუძლება, მაგრამ რეალურად, ამ ორ როლს ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხისმგებლობები და სამუშაო მიდგომები აქვთ. სწორედ მათ განმასხვავებელ უნიკალურ მახასიათებლებზე მოგიყვები ამ ბლოგში.




ფოკუსი და მეთოდოლოგია: Scrum Master-ისა და Project Manager-ის პირველი ყველაზე ძირითადი განმასხვავებელია მეთოდოლოგია. Scrum Master დაკავშირებულია Scrum-თან და Agile პროცესებთან, მაშინ როცა Project Manager ასოცირებულია უფრო ტრადიციულ, წინასწარ განსაზღვული Timeline-ის მქონე, გეგმაზე ორიენტირებულ მიდგომებთან.

 

Scope და პასუხისმგებლობები: მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან Scrum Master-სა და Project Manager-ს პასუხისმგებლობები. Scrum Master პირველ რიგში არის Servant Leader, რომლის მიზანია გუნდის გაძლიერება, დაბრკოლებების აღმოფხვრა და ცერემონიების ფასილიტაცია. მისი მთავარი მისიაა Scrum framework-ის დანერგვა და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა.


Project Manager-ის პასუხისმგებლობების არეალი უფრო ფართოა და მოიცავს პროექტის მთელ საციცოცხლო ციკლს, ინიცირებიდან-დახურვმდე. მისი ვალდებულებაა პროექტის Scope-ის განსაზღვრა, დეტალური გეგმის შექმნა, პროექტის ბიუჯეტისა და რესურსების მართვა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა. Project Manager პირდაპირ პასუხისმგებელია პროექტის წარმატებაზე.

 

გუნდში ჩართულობა და ლიდერობა: ორივე როლს ჭირდება ძლიერი ლიდერის თვისებები, თუმცა განსხვავებული მიდგომით. Scrum Master-ის უმთავრესი მოვალეობაა გუნდს ასწავლოს თვითორგანიზებული მუშოაბა, წაახალისოს კოლაბორაცია და შექმნას მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კულტურა. ის მოქმედებს, როგორც ფასილიტატორი, ქოუჩი, მენტორი და რწმუნდება, რომ ეჯაილ პრინციპები ეფექტურად დანერგილი და ყველასთვის გასაგებია.


Project Manager უფრო დირექტივებისა და მიმართულების მიმცემი ლიდერია. ის პროექტის გეგმაზე დაყრდნობით სახავს მიზნებს, მოლოდინებს და რწმუნდება, რომ გუნდის წევრები მიყვებიან მას. Project Manager პასუხისმგებელია სტეიქჰოლდერების მოლოდინების, კონფლიქტების მართვაზე და რწმუნდება, რომ პროექტის მიზნები თანხვედრაშია ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან.

 

მოქნილობა და ადაპტირება: ეჯაილ მეთოდოლოგიების, მათ შორის Scrum-ის მთავარი პრინციპია მოქნილობა და ადაპტირება. ამის გამოძახილია სქრამ მასტერის როლი, რომელიც რწმუნდება, რომ გუნდს სწრაფად შეუძლია ცვლილებებზე რეაგირება, გეგმებში ცვლილებების შეტანა და სამუშაო პროცესის გამუდმებით გაუმჯობესება. Scrum Master არის ის ადამიანი, ვინც გუნდში ახალისებს ინოვაციურობას, ექსპერიმენტებს და ქმნის გარემოს, სადაც “შეცდომები მოსულა”.


ტრადიციული პროექტ მენეჯერი ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ცვლილებები პროექტში და არ გადაუხვიოს წინასწარ შეთანხმებული გეგმიდან.


 

შეჯამებისთვის პირდადი გამოცდილებაც და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ რეალურ პროექტების მართვის პროცესში იშიათად შეხდრები კლასიკურ Scrum-ს ან კლასიკურ Waterfall-ს. ხშირად Scrum Master-ებს და პროექტის მენეჯერებს უყევთ სხვადასხვა მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება პროექტის წარმატებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყველა Scrum Master-ისა და პროექტის მენეჯერისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიდგომების ცოდნა

Comments


bottom of page