დღეს ვისაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე, კერძოდ ფოკუსი გავაკეთოთ, იმაზე თუ რა არის Prompt Engineering და რატომ არის მისი ცოდნა მნიშვნელოვანი პროექტების მართვის ინდუსტრიის პროფესიონალებისათვის.
რას ნიშნავს Prompt Engineering
თავის არსში, Prompt Engineering არის AI მოდელებისთვის ( ამჯერად ვისაუბროთ Language Model-ების კონტექსტში) "ინსტრუქციების" მიცემის ტექნიკა. რაც უფრო სუფთა, სწორი და დეტალურია Prompt input მით უფრო აკურატულ Responce-ს აგენერირებს Language Model (მაგ: ChatGPT, Gemini)
მოდი ზოგადად განვიხილოთ, როგორ უნდა იყოს კარგი Prompt-ები:
ცხადი და მკაფიო: მკაფიო, ლაკონური და ცალსახა Prompt შექმნა უმთავრესია. ბუნდოვანმა, ან ორაზროვანმა Prompt-მა შეიძლება გამოიწვიოს AI Language Model არასწორი ინტერპრეტაცია, რაც მოგცემს მცდარ შედეგებს.
დომენის ცოდნა: Prompt-ების ეფექტური დაწერა ხშირად მოითხოვს დომეინის, ან პრობლემის სიღრმისეულ მიწოდებას, რაც უფრო ზდაპირული იქნება შენი მოთხოვნა, მით უფრო ზედაპირული იქნება დაგენერირებული პასუხი.
დახვეწა: ისევე, როგორც Agile-ში, საუკეთესო შედეგები მიიღწევა უკუკავშირზე დაფუძნებით, ანალოგიურად Prompt Engineering-ში საუკეთესო შედეგების მისაღწევად, მნიშვნელოვანია დაგენერირებულ შედეგზე გააკეთოთ უკუკავშირი და დააზუსტოთ, რას გულისხმობდით. ამგვარად Language Model სწავლობს წინა დაგენერეირებულ შეცდომებზე და უმჯობესდება.
ახლა ვისაუბროთ რატომ არის მნიშვნელოვანი Prompt Engineering-ის ცოდნა პროექტების მართვის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისთვის.
მოდი აქცენტი გავაკეთოთ ისეთ საკითხებზე, რაც თეორიაში ნაკლებად გვხვდება და ხშირად მოუგვარებელი რჩება ხოლმე.
კონფლიქტების მართვა: პროექტების მართვა, რეალურად ადამიანებთან კოლაბორაციის ხელოვნებაა. ადამიანებს შორის კოლაბორაციაში კი საკმაოდ ხშირია კონფლიქტები და შენ, როგორც პროექტის მენეჯერმა უნდა მოაგვარო ასეთი სიტუაციები. Prompt Engineering-ის ეფექტურად გამოყენება დაგეხმარება კონფლიქტის კონტექსტის მიწოდებითა და კონფლიქტის ტიპის მიხედვით მიიღო ინსპირაცია, რეფერენსი, ან კონფლიქტის, როგორც გადაწყვეტის გზა, ასევე წარმოშობის მიზეზი.
თვითგანვითარება: თვითგანვითარების კონტექსტში ყველაზე კარგად შენ იცი საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. შენ შეგიძლია გამოიყენო Prompt Engineering-ის ტექნიკები ისე, რომ კონტექსტის, შენი მიზნების, გამოწვევების და ინტერესების შესაბამისად დააგენერირებინო განვითარების გეგმა, გითხრას შესაბამისი ლიტერატურა, ან სასწავლო კურსები
Edge ქეისები: Software development-ში ყველა საკითხი განსხვავებულია და შესაბამისად განსხვავებული მიდგომა ჭირდება. ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად უკვე მზა თეორიული გადაწყვეტა არსებობს. განსაკუთრებული და არასტანდარტული შემთხვევების მოსაგვარებლად კი ზოგჯერ ძალიან ბევრი დროა საჭირო, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გჭირდება AI-ის გამოყენება და თუ Prompt-ის ისე გაწერ, რომ კონტექსტი გათვალისწინებული გექნება, მიიღებ Ready made გადასწყვეტია.
რეალური ქეისები, რომელიც დაკავშირებულია შენს კომპეტენციასთან: პროექტის მენეჯერის როლი ძალიან საპასუხისმგებლოა. მიუხედავად შენი კომპეტენციაა, გიწევს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ამ პროცესში კი ხშირად შეიძლება დაუშვა შეცდომები, ამიტომ Prompt Engineering ტექნიკები დაგეხმარება შენი პრობლემისა და კომპეტენციის კონტექსტის გათვალისწინებით გითხრას, რა გაგემაზა და როგორ შეიძლება შესაბამისი ქეისის გამოსწორება.
Comments