top of page

რა განსხვავებაა PSM I, PSM II და PSM III-ს შორის

ამ სტატიაში მოგიყვები რა განსხვავებაა Scrum Master-ის PSM I, PSM II და PSM III სერტიფიცირებებს შორის.



სანამ შედარებაზე გადავალ, მოგიყვები Scrum.org-ის Professional Scrum Master-ის თითოეული სერტიფიკატის შესახებ.


The Professional Scrum Master (PSM I)

PSM I სერტიფიცირება არის Scrum.org-ის პირველი (საფუძვლების) დონის სერტიფიკატი.

PSM I-ის ქონა ნიშნავს, რომ შენ გაქვს Scrum-ის თეორიული ცოდნა. გააზრებული გაქვს Scrum Framework, მისი როლები, არტეფაქტები, ცერემონიები.


ამ სერტიფიკატის აღება არ საჭიროებს არანაირ პრაქტიკულ გამოცდილებას, ან რაიმე პრერეკვიზიტს. მისი აღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც შესაბამის ლიტერატურას გაეცნობა. სწორედ ამიტომ ეს სერტიფიკაცი არის Must have ყველა დამწყები, თუ მოქმედი Scrum Master-ისთვის.


გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:

  • გამოცდის ღირებულება: 150$

  • გამსვლელი ქულა: 85%

  • გამოცდის დრო: 60 წუთი

  • კითხვების რაოდენობა: 80

  • გამოცდის ფორმატი: Online

  • კითხვების ტიპი: მოსანიშნი სავარაუდო პასუხები

  • გამოცდის შედეგი: გამოცდის პასუხს გაიგებ მომენტალურად


სერტიფიკატის აღებისთვის სასარგებლო იქნება გაიარო: Professional Scrum Master კურსი

 
Professional Scrum Master II (PSM II)

PSM II სერტიფიცირება არის Scrum.org-ის მეორე დონის სერტიფიკატი.

PSM II-ის სერტიფიკატის ქონა ადასტურებს შენს სიღრმისეულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, რთული სიტუაციური ქეისების გადაჭრისა და სქრამ გუნდებთან მაღალ დონეზე მუშაობის უნარს.


ამ სერტიფიკატის აღება PSM I- თან შედარებით, საჭიროებს მეტი თეორიისა და პრაქტიკული გამოცდილების ქონას. ამიტომ ამ სერტიფიკატის აღება რეკომენდირებულია მოქმედი სქრამ მასტერებისა და პროექტის მენეჯერებისთვის


გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:

  • გამოცდის ღირებულება: 250$

  • გამსვლელი ქულა: 85%

  • გამოცდის დრო: 90 წუთი

  • კითხვების რაოდენობა: 30

  • გამოცდის ფორმატი: Online

  • კითხვების ტიპი: მოსანიშნი სავარაუდო პასუხები

  • გამოცდის შედეგი: გამოცდის პასუხს გაიგებ მომენტალურად

 
Professional Scrum Master III (PSM III)

PSM III სერტიფიცირება არის Scrum.org-ის მესამე, ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი.


PSM III-ის სერტიფიკატის ქონა ადასტურებს შენი Scrum-ის ექსპერტულ დონეზე ცონას. ამ სერტიფიკატის აღება საჭიროებს საშუალოდ 5 წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას, Scrum-ის სიღრმისეულ გააზრებასა და ინგლისურის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნას (განსაკუთრებით წერა).


ამ სერტიფიკატის აღება რეკომენდირებულია ძალიან გამოცდილი სქრამ მასტერების, პროექტის მენეჯერებისა და Agile ლიდერებისთვის.


გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:

  • გამოცდის ღირებულება: 500$

  • გამსვლელი ქულა: 85%

  • გამოცდის დრო: 150 წუთი

  • კითხვების რაოდენობა: 30

  • გამოცდის ფორმატი: Online

  • კითხვების ტიპი: კითხვების 20% არის მოსანიშნი, 80% ესეს ფორმატი, ანუ პასუხი უნდა დაწერო ხელით.

  • გამოცდის შედეგი: გამოცდის პასუხს გაიგებ 4 კვირის პერიოდში

 

ქვემოთ მოცემული მატრიცა დაგეხმარება კიდევ უფრო მარტივად დაინახო განსხვავება თითოეულ სერტიფიკატს შორის




Kommentare


bottom of page