top of page

რამდენია Scrum Master-ის საშუალო ანაზღაურება

თუ ახლა იწყებ Scrum Master-ის როლში გადასვლას, მაშინ ალბათ უკვე იცი, რა არის Scrum Master და როგორ უნდა გახდე Scrum Master.


ამ სტატიაში გაგიზიარებ ინფორმაციას რამდენია Scrum Master-ის საშუალო ანაზღაურება, საქართველოში, აშშ-სა და ევროპაში.


ფაქტია, რომ Scrum Master-ის როლი ყოველწლიურად უფრო მოთხოვნადი ხდება და ანაზღაურებაც შესაბამისად იზრდება.


Scrum Master-ები უმეტესწილად დასაქმებულები არიან სრულად ტექნოლოგიურ, ან ისეთი ტიპის კომპანიებში, რომლებიც საოპერაციო საქმიანობას ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებენ. მაგალითად: ბანკები, სათამაშო ბიზნესი, Software development კომპანიები. შესაბამისად, Scrum Master არ არის ისეთივე მაღალანაზღაურებადი როლი, როგორც მაგალითად არის Developer-ების, Tech-lead-ებისა და სხვა.



ანაზღაურების განხილვა დავიწყოთ საქართველოთი

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ არის სრულფასოვანი კველევა ჩატარებული სქრამ მასტერების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ამიტომ მთლიანად დავეყრდნობი ჩემ გამოცდილებას.

  • Intern Scrum Master (თუ სტაჟირება ფასიანია) თვიური ანაზღაურება: 500 ლარი

  • Junior Scrum Master - თვიური ანაზღაურება: 2000 ლარი

  • Middle Scrum Master - თვიური ანაზღაურება: 3000 ლარი

  • Strong Middle Scrum Master- თვიური ანაზღაურება: 4500 ლარი

  • Senior Scrum Master - თვიური ანაზღაურება: 6500 ლარი

 

აშშ-ში Scrum Master-ების საშუალო ანაზღაურება:
  • Scrum Master-ის მინიმალური წლიური ანაზღაურება: 70K USD

  • Scrum Master-ის მაქსიმალური წლიური ანაზღაურება: 140K USD

  • Scrum Master-ის საშუალო წლიური ანაზღაურება: 105K USD

 

ევროპაში Scrum Master-ების საშუალო ანაზღაურება:
  • Scrum Master-ის მინიმალური წლიური ანაზღაურება: 50K EUR

  • Scrum Master-ის მაქსიმალური წლიური ანაზღაურება: 78K EUR

  • Scrum Master-ის საშუალო წლიური ანაზღაურება: 66K USD



Comments


bottom of page