top of page

4 Red Flag Scrum Master-ის როლზე გასაუბრებისას

Scrum Master-ის როლზე გასაუბრებისთვის, თუ ემზადები, მაშინ გირჩვე, რომ ძალიან ყურადღებით იყო. ზოგადად, გასაუბრების პროცესში მიხვდები, როგორ დონეზეა ორგანიზაციაში Agile გააზრებული და რა მოლოდინები აქვთ შენი როლისგან.


ამ სტატიაში გაგიზიარებ რამდენიმე Red Flag-ს, რომელსაც გასაუბრების პროცესში აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება.


🚩 Red Flag N1: Scrum არ იციან

ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ დამიჯერე საკმაოდ ბევრ ორგანიზაციაში Scrum-ზე საკმაოდ განსხვავებული ცოდნა და წარმოდგენები აქვთ.

გასაუბრების დროს დააკვირდი კითხვებს. შეიძლება დაგისვან კითხვა, რომელიც ამ როლთან დაკავშირებული არ არის, ან მოგიყვანონ ისეთი Case, რომელიც Agile-თან დაკავშირებული არ არის.

მაგალითად: როგორ ახდენ მოთხოვნების შეგროვებას? როგორ ზომავ პროდუქტის ფინანსურ წარმატებას და ა.შ

ზოგჯერ გასაუბრებაზე სვამენ კითხვას, სადაც შენი ლოგიკური აზროვნება და Scrum-ის გარდა სხვა მიდგომებიც მოწმდება, თუმცა ასეთი კითხვები ძალიან განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილებისგან.



🚩 Red Flag N2: ორგანიზაცია არ უჭერს მხარს Agile-ს

კი ბატონო, ესეც უცნაური Red Flag-ების კატეგორიიდანაა. ლოგიკური იქნება, თუ იკითხავ რატომ ჭირდება ორგანიზაციას Scrum Master, თუ Agile-ს მხარს არ უჭერს. ამ კითხვაზე ცალკე პოსტი აუცილებლად მექნება. სამწუხაროდ ამ Red Flag-ის აღმოჩენა მხოლოდ გამოცდილი Scrum Master-ების, ან დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანების ხვედრია, რადგან მისი აღმოჩენა მხოლოდ შენ დასმულ კითხვაზე პასუხით ხდება.


მაგალითად შეგიძლია იკითხო: როგორ ემუშავება Scrum Master ორგანიზაციის ხელმძღვანელებს? რა კონკრეტულ ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობენ Scrum Master-ები? რამდენად ხდება Scrum Master-ების ჩართულობა კომპანიის დონის Agile პროცესების დანერგვაში?



🚩 Red Flag N3: Scrum Master-ის მიმართ არარეალური მოლოდინები

რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაციას Scrum Master აყავს იმიტომ, რომ გუნდის, ან ორგანიზაციის დონეზე კონკრეტული საკითხების ოპტიმიზაცია და მართვაა საჭირო. თუმცა ხშირად Scrum Master-ის როლის მიმართ არის არაალიდური მოთხოვნები. ზოგჯერ Scrum Master-ისგან ელიან დეველოპერების მართვას, გუნდის ადმინისტრატორობას, კალენდარში შეხვეების ჩაგდებას და ათასი სხვა სისულელე.


ამ Red Flag-ების იდენტიფიცირებაც, ცხადია შენ დასმულ კითხვებზე პასუხით მიიღება. მაგალითად: რას ელოდებით ამ როლისგან, რა კონკრეტული პრობლემების მოგვარებას ელოდებით?


🚩 Red Flag N4: განვითარების საკითხები

ნებისმიერი თანამშრომლისთვის კომპეტენციური განვითარების შესაძლებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად ამ მიმართულებით გასაუბრებაზე აუცილებლად ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღო.


ხშირ შემთხვევაში Scrum Master-ის მსგავსი როლებისთვის არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული კომპეტენციური განვითარების საფეხურები, ან გეგმები. ამის მიზეზი ორგანიზაციაში Agile-ის გააზრების დაბალი დონეა. ეს საკითხი Red Flag-ების კატეგორიაში იმიტომ მოვახვედრე, რომ თუ არ გექნება მკაფიოდ დასახული გეგმა, როგორ უნდა განვითარდე, ე.ი ორგანიზაცია ნორმალურად მიიჩნევს ჰყავდეს თანამშრომელი, რომელიც ერთ ადგილს ტკეპნის.


ცხადია, ამ პოსტის მიზანი არ არის, რომ ასეთი Red Flag-ების აღმოჩენისთანავე გამოიქცე გასაუბრებიდან, არამედ შეგიქმნა წინასწარი მოლოდინები, თუ რა გარემოში შეიძლება მოგიწიოს მუშაობა.


Commenti


bottom of page