top of page

როგორ შევარჩიო ახალი პროფესია

ახალი პროფესიის შერჩევის, ან ახალ პროფესიაში გადასვლის გადაწყვეტილება შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს ერთის მხრივ ძალიან საინტერესო პროცესია, თუმცა ამავე დროს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო.


სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შენი ცხოვრების ამ ნაწილის მონაწილე გავხდე და ამ ბლოგების ტრილოგიის პირველი პოსტით მოგცე რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება AgileSchool-ის სასწავლო პროგრამები დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებასა და მიზნების მიღწევის პროცესში.


 

პირველი ნაბიჯი: თვითრეფლექსია

პროფესიის არჩევამდე და კარიერული განვითარების კოსმოსში მოგზაურობამდე დაუთმე დრო თვითრეფლექსიას. გაანალიზე შენი ძლიერი მხარეები, ინტერესები, ობიექტური ანალიზი გაუკეთე შენს შესაძლებლობებსა და სუსტ მხარეებს. აირჩიე ისეთი პროფესია, რომელიც ფიქრობ, რომ შეესაბამება შენს ბუნებრივ უნარ-ჩვენებს.


მაგალითად, თუ შენი ძლიერი მხარეა ადამიანებთან კომუნიკაცია, მენეჯმენტი, პროცესების მართვა, პროდუქტების შექმნა, ადამიანების დახმარება და ლიდერობა, მაშინ ისეთი Agile პროფესიები, როგორიცაა Scrum Master, Product Owner, ან Project Management შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.


მეორე ნაბიჯი: ჩაატარე კვლევა

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკმაოდ საინტერესო პროფესია შეარჩიო, აუცილებლად ჩაატარე მოკვლევა, რამდენად არის ეს პროფესია მსოფლიოში მოთხოვნადი და შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი.


ახალი პროფესიის არჩევა ისედაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ნამდვილად არ ღირს ისეთ პროფესიაში ძალისხმევის ჩადება, რომელზეც ბაზარზე მოთხოვნა არ არის, ან საკმაოდ დაბალანაზღაურებადია.

მაგალითად Agile პროფესიები, "თანამედროვე და ხვალინდელი დღის პროფესიების" კატეგორიაშია შეტანილი, ხოლო მათზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში დღითიდღე იზრდება. სახელფასო Range-ებს რაც შეეხება 2000 ლარიდან 8000 ლარამდე მერყეობს.


მესამე ნაბიჯი: იფიქრე მასშტაბირებაზე

რა გარემოში ვცხოვრობთ ჩვენ? აღარ არსებობს კომუნიკაციური და კომპეტენციური საზღვრები. შენ შეგიძლია შენი სამუშაო ოთახიდან, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მსოფლიოს ყველაზე დიდ კომპანიებში დაიწყო მუშაობა დისტანციურ რეჟიმში.


ეს რომ შეძლო მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევისას ისეთზე შეაჩერო არჩევანი, რომელიც ასეთი ტიპის შესაძლებლობებს მოგცემს.


უმეტესად Remote-ზე მუშაობა IT, ან Agile პროფესიებში გვხვდება. მაგალითად, შენ, როგორც Scrum Master შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად იმუშაო Google-ში და მართო რამდენიმე გუნდი.


მეოთხე ნაბიჯი: გაზარდე პროფესიული კავშირები

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გაცნობა, რომლებიც შენთვის სასურველ პროფესიაში უკვე აქტიურად მოღვაწეობენ და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.


ამ ადამიანებთან დაკავშირება, ან თუნდაც მათ აქტივობებზე დაკვირვება მოგცემს იმის საშუალებას, რომ გაანალიზო რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურობაში, როგორია კარიერული განვითარების ეტაპები, რა მიმართულებებისა და უნარების გაძლიერებას უნდა მიაქციო ყურადღება და ა.შ.


ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ დაესწრო სხვადასხვა ღონისძიებებს, შეხვედრებსა და მასტერკლასებს, სადაც შეძლებ ახალ ცოდნასთან ერთად, გაზარდო პროფესიული კავშირები.


 

ახლა მოდი ვისაუბროთ პროფესიული განვითარების გზაზე, რომლის გავლაც Agile პროფესიების არჩევის შემთხვევაში იქნებოდა რეკომენდებული.


#1 ეტაპი: გაეცანი AgileSchool-ის თვითგანვითარების პლატფორმა Upme-ის, სადაც მოცემულია სხვადასხვა საინტერესო ბლოგი, ბიბლიოთეკა, ვიდეო ფაილები, Agile ტერმინების ქართულენოვანი ლექსიკონი და სხვა.


#2 ეტაპი: გაწევრიანდი AgileSchool Club-ში, სადაც შეძლებ დაეკონტაქტო სხვადასხვა Agile პროფესიის ადამიანს, ასევე ნახო სხვადასხვა სიახლე და ბლოგი.


#3 ეტაპი: გაიარე ციფრული პროექტების მართვის სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილია დამწყები Agile როლებისთვის, სადაც ერთი თვის განმავლობაში პრაქტიკაზე, თეორიასა და სიმულაციებზე დაყრდნობით შეისწავლო აღნიშნული მიმართულების საფუძვლები საკმაოდ სიღრმისეულად. 

Comentários


bottom of page