top of page

Scrum Framework არ არის IKEA-ს აწყობის ინსტრუქცია

რატომღაც ორგანიზაციებში Scrum Framework გააზრებულია, როგორც IKEA-ში ნაყიდი კარადის აწყობის სახელმძღვანელო.


ვკითხულობთ, ან Scrum Master გვიყვება, რომ Scrum არის როლების, ცერემონიებსა და არტეფაქტების ერთობლიობა, რომლებიც უნდა დაინერგოს. სინამდვილეში კი საქმე გაცილებით მარტივადაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს გარკვეული რეზისტენტი ამ მიდგომების დანერგვის, ან თუნდაც ტერმინის მიმართ.


ფოკუსი გააკეთე შემდეგ აქტივობაზე: საქმის ვიზუალიზაციაზე, საქმის დაგეგმვაზე, 1-2 კვირიან სამუშაოს ფოკუსზე, პერიოდულ სინქრონიზაციაზე და უკუკავშირის აღებაზე.


  • აქტივობა #1 - გუნდს შესთავაზე, რომ იმ საქმეს, რასაც აკეთებენ ჰქონდეს ვიზუალიზაცია. არ არის აუცილებელი პირველ ეტაპზე ააწყო Jira-ს კომპლექსური Board-ები.

  • აქტივობა #2 - დაგეგმე საქმე. გუნდს შესთავაზე, რომ უკვე ჩამოყალიბებული საქმეებიდან აარჩიონ ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომელზეც დაიწყებენ მუშაობას და იქნებიან ფოკუსირებულები თუნდაც 1 კვირიანი იტერაციაში.

  • აქტივობა #3 - სინქრონიზაცია. გუნდს უთხარი, რომ როდესაც უკვე დავიგეგმეთ რა უნდა გავაკეთოთ, ამ სამუშაო პროცესში საჭიროა ერთმანეთი გარკვეულ პერიოდში ერთხელ სინქრონში ვამყოფოთ. მოდი 2 დღეში ერთხელ რამდენიმე წუთი შევიკრიბოთ და გავცვალოთ პროგრესი.

  • აქტივობა #4 - უკუკავშირის მიღება. გააკეთე გუნდთან კომუნიკაცია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს Stakeholder-ებს ვაჩვენოთ, რა მაგარი საქმეები გავაკეტეთ და მივიღოთ მათგან უკუკავშირი.


მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, რომ Agile-ის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი საქმის მიმართ ნაკლებად "Adult" დამოკიდებულებაა, ეს მიდგომა კარგი აქსელერატორია გრძელ ვადაში დაბალი Maturity-ის გუნდებთან სამუშაოდ.

Comments


bottom of page