იცოდი, რომ Scrum Master-ის წარმატების ერთ-ერთი კრიტერიუმი გუნდიდან "გასვლაა"? ისევე, როგორც ფეხბურთში, კარგი მსაჯობა ნიშნავს პროცესს, როდესაც მსაჯის მოედანზე ყოფნა ნაკლებად შესამჩნევია.
ამ დროს მენეჯმენტის კლასიკური კითხვა: "გუნდიდან გადის?! მაშინ რა საჭიროა საერთოდ Scrum Master?".
მოდი თეორიულ კაზუისტიკაში არ წავალ და ამ ბანალურ კითხვას შემხვედრი კითხვით ვუპასუხებ. რას აკეთებს მაშველი მთელი დღე? ხომ შეიძლება რამდენიმე კვირის მანძილზე არავის არ დაჭირდეს დახმარება? გავუშვათ სახლში? მაშინ ვინ იღებს პასუხისმგებლობას მაშველის არყოფნის დროს სიცოცხლის გადარჩენაზე? ანალოგიურად არის საქმე Scrum-შიც, გუნდიდან "გასული" Scrum Master შორიდან აკვირდება გუნდს და საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად იწყებს გუნდის დახმარებას.
ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვები სტრატეგიის შესახებ, რომელიც დაგეხმარება გუნდი მაქსიმალურად თვითორგანიზებული გახადო და გადახვიდე "მაშველის როლში".
გუნდიდან გასვლის პროცესის სტრატეგია დაფუძნებულია რამდენიმე ეტაპზე:
გუნდში შესვლა
გუნდის გაწვრთნა
გუნდისთვის Role model-ის როლში მუშაობა
დაკვირვება, Coaching და გასვლა
გუნდში შესვლა
გუნდში შესვლა ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველა გიყურებს, გაკვირდება, აკვირდება შენ ცოდნას და გამოცდილებას.
გუნდში შესვლა იწყება დაკვირვებისა და გაცნობის პროცესით.
გახსოვდეს, რომ გუნდის წევრები არიან შენი წარმატების მთავარი კატალიზატორები. ამიტომ გაიცანი გუნდი, შეხვდი ყველა დეველოპერს სათითაოდ, დაინტერესდი და გაიაზრე თითოეული მათგანის საქმის სპეციფიკა. ამას ორი ბენეფიტი აქვს:
გეცოდინება შენი გუნდის მუშაობის სპეციფიკა და შეძლებ დაეხმარო გუნდს Roadblock-ების მოგვარებში
გუნდში შენი ავტორიტეტი ამაღლდება
პროცესებს რაც შეეხება, სვლილებები არ დაიწყო შესვლიდან რამდენიმე დღეში. 2-3 კვირა დააკვირდი გუნდს, მიჰყევი გუნდის არსებულ სამუშაო პროცესს. გაიაზრე რატომ მუშაობს გუნდი ასე და არა სხვაგვარად. მხოლოდ ამის შემდეგ Slice by Slice უნდა დაიწყო ტრანსფორმაცია.
სწავლება და Gap-ების შევსება
რა თქმა უნდა შენც ხვდები, რომ გუნდსა და ორაგნიზაციას გააჩნია, რა უნდა ასწავლო და რა კონკრეტული Gap უნდა შეავსო. ამის რეცეპტი სამწუხაროდ არ არსებობს. თუმცა ვეცდები გაგიზიარო რამდენიმე კონცეპტი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაამახვილო ყურადღება:
სწავლება უნდა დაიწყო ე.წ Team Charter-ით. ეს არის გუნდის სოცილაური შეთანხმება და თამაშის წესები, რომელიც ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: რატომ არსებობს ჩვენი გუნდი, რას ვქმნით, რა გვერთიანებს, პრობლემებს როგორ ვაგვარებთ და ა.შ
ბევრი არ ამბობს მაგრამ გუნდს უნდა ასწავლო ვინ არის/არიან მათი Stakeholder-ები, რა როლი და პასუხისმგებლობები აქვთ მათ. მარტივად, რომ აგიხსნა, უნდა შექმნა Stakeholder-ების რეესტი
ამის შემდეგ უკვე შეგიძლია დაიწყო გუნდთან მუშაობა Mindset-ზე, პროცესებზე, ცერემონიებსა და ა.შ.
ეცადე გაზომო შენი გუნდის დახელოვნების პროცესი. ეს შეიძლება გაწომო Before/After ტესტებით, Perfomance Metric-ებით და ა.შ
სწავლების პროცესი როდის სრულდება? მე ამ კითხვაზე პასუხისთვის გირჩევდი დაეყრდნო Shu-Ha-Ri მეთოდს, რომლის შესახებ შეგიძლია ჩემი სხვა პოსტი წაიკითხო
იყავი გუნდის Role Model
გუნდის Role Model-ზე საუბრისას, ბუნებრივია არ იგულისხმება სხვისი საქმის კეთება. აქ საუბარია იმაზე, რომ შენი სწავლება არ უნდა იყოს მხოლოდ ლექციური ფორმატის.
მაგალითად თუ Product Owner-ს ასწავლი, როგორ უნდა დაწეროს User Story, ან როგორ უნდა გააკეთოს User Story Mapping, გარდა თეორიული სწავლებისა მნიშვნელოვანია, რომ შენ თვითონ დაწერო პირველი რამდენიმე Story, ან შენ თვითონ გააკეთო რამდენიმე Story-ის Mapping.
ანალოგიურად, როდესაც გუნდს ასწავლი Daily Scrum-ის Storytelling-ის წესებს, მნიშვნელოვანია, რომ გუნდს შენ ანახო პრაქტიკულ მაგალითზე, როგორ უნდა ისაუბრონ და რაზე გააკეთონ აქცენტები.
დაკვირვება, Coaching და გასვლა
დაკვირვების ფაზაში ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ შენმა პრაქტიკულმა როლ მოდელად ყოფნამ შედეგი გამოიღო, საკუთარ მაგალითზე ასწავლე გუნდის წევრებს ახალ გარემოში მუშაობის წესები. ახლა უკვე დროა, რომ უკვე სადავეები ნელ-ნელა გუნდს გადასცე.
სადავეების გადაცემა არ ნიშნავს, რომ შენ ძალიან შორს უნდა წახვიდე. ისევ გუნდის ყოველდღიურობაში ხარ ჩართული, მაგრამ გუნდის წევრებს აძლევ საქმის დამოუკიდებლად კეთების საშუალებას. ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ მოგიწიოს სწავლების მდგომარეობაში დაბრუნება.
არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება რამდენიმე კვირაში. გრძელვადიანი, დამღლელი პროცესი გელოდება წინ, ამიტომ გუნდიდან გასვლისა და დამკვირვებლის როლში გადასვლა მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როდესაც შენი გუნდი თვითორგანიზებული გახდება.
Comments