ამ სტატიაში მოგიყვები წარმატებული Scrum Master-ის 3 ძირითადი უნარის შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს ყოველდღიურად, რათა გუნდს დაეხმაროს იყოს ეფექტურები.
უნარი 1 - პროაქტიულობა
Scrum Master-ის მიზანია დაეხმაროს გუნდს ეფექტურობასა და სპრინტის მიზნის მიღწევის პროცესში შეფერხებების აღმოფხვრაში. ქვემოთ მოცემულია 3 ძირითადი მაგალითი, როგორ შეუძლია Scrum Master-ს იყოს პროაქტიული.
Daily Stand-Up
ყოველდღიურად Scrum გუნდს აქვს სინქრონიზაციის შეხვედრა, რომელიც როგორც წესი გრძელდება 15 წუთი და თითოეული გუნდის წევრი პასუხობს 3 კითხვაზე:
რა გავაკეთე გუშინ
რას ვაპირებ დღეს
რაიმე ბლოკერი ხომ არ არსებობს სპრინტის მიზნის მიღწევის პროცესში.
აღნიშნული ინფრომაცია Scrum Master-ისათვის საკმარისია, რომ ჩაინიშნოს გუნდის ყველა პოტენციური პრობლემა და იმოქმედოს პროაქტიულად.
გადახედე მეტრიკებს ყოველდღიურად
საზომი ინსტრუმენტების მონიტორინგი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რათა სპრინტის პროგრესისი ყველა პოტენციური რისკის შესახებ Scrum Master-ს ქონდეს დროული ინფორმაცია. ასეთი ერთი-ერთი ფართოდ გავრცელებული საზომი არის burndown chart.
უნარი 2 - დაიწყე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საქმეებით
Scrum Master-ის ყოველდღიურობა როგორც წესი შედგება გუნდის პრობლემების მოგვარებით, გუნდის ქოუჩინგით, Product Owner-თან მუშობით და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი ყოველდღიური რუტნები გქონდეს დალაგებული პრიორიტეტების მიხედვით და დღე დაიწყო პირველ რიგში მნიშვნელოვანი (ზოგჯერ ნაკლებად საინტერესო და Cool).
უნარი 3 - გქონდეს Win-Win აზროვნება
Scrum Master-ის ამა თუ იმ გუნდში მუშაობა დაკავშირებულია სხვადასხვა როლებთან მჭიდრო კომუნიკაციით ან/და ამ როლებს შორის საკითხების ფასილიტაციით.
ასეთ შემთხვევაში ხშირია კონფლიქტები, მისკომუნიკაცია და გაუგებრობა, რომლის აღმოფხვრაზეც რა თქმა უნდა ზრუნავს Scrum Master. შესაბამისად, Scrum Master-ისთვის და ზოგადად ყველა მხრისთვის საუკეთესო შედეგი არის Win Win მდგომარეობა.
Comments