top of page

5 მარტივი რჩევა Scrum Master-ის პოზიციაზე გასაუბრებისთვის

ამ სტატიაში მოგიყვები, როგორ უნდა მოემზადო Scrum Master-ის როლზე გასაუბრებისთვის. Scrum Master-ებისათვის 200-ზე მეტი ჩატარებული გასაუბრებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მოგცემ 5 მარტივ და პრაქტიკულ რჩევას და გაიგებ, რაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი ადამიანები.




#1 მოაწესრიგე შენი Linkedin


თუ აქამდე ყურადღებას არ აქცევდი Linkedin-ს, მაშინ ეს სასწრაფოდ უნდა გამოასწორო. იცოდი, რომ დამსაქმებელთა 70%-ზე მეტი ახალ თანამშრომლებს ეძებს სწორედ Linkedin-ის საშუალებით და შენ კი იქ არ ხარ.


ვიცი რაც იფიქრე - ნუ დარდობ, რომ ბევრი სერტიფიკატი ან ბევრი "წარმატება" არ გაქვს, რომ Linkedin-ზე გააზიარო. ასეც, რომ არ იყოს Linkedin ყოფნით შენ:

  • ხვდები HR-ებისთვის კანდიდატების მოძიების მთავარი ინსტრუმენტის ბაზაში

  • მითითებული ინტერესების, ლაიქებისა და სხვა აქტივობების მეშვეობით, დამსაქმებელი აუცილებლად მოგაქცევს ყურადღებას

ინსპირაციისთვის შეგიძლია ჩემი Linkedin-პროფილი ნახო

 

#2 კარგად წაიკითხე Job Description


არ იფიქრო, რომ ყველა ორგანიზაცია (რა მაშტაბისაც არ უნდა იყოს), ვისაც Scrum Master-ის ვაკანსია აქვს გამოცხადებული კარგად ესმის ამ როლის ფუნქცია და საჭიროება.


არსებობს 2 ტიპის Job Description:

  1. ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებზე მორგებული

  2. Google-დან პირდაპირ დაკოპირებული და Google Translate-ით ნათარგმნი

პირველი ტიპის Job Description-ში ძალიან ადვილად მიხვდები რამდენად ესმის ორგანიზაციას Scrum Master-ის როლი.


მეორე ტიპის Job Description-ში მოცემულია ხოლმე იდეალური აღწერა, მაგრამ თეორიაში მოცემული Scrum Master-ის პასუხისმგებლობები ძალიან ცოტა ქართულ ორგანიზაციაშია რეალიზებული.


ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გააგზავნო აპლიკაცია. არ შეგაშინოს ორგანიზაციის სახელმა Job Description-ში მოცემულმა საკითხებმა. არ დაგავიწყდეს, რომ გასაუბრება შენი თავის მაქსიმლაურად ძვირად გაყიდვის პროცესესია.

 

#3 კარგად წაიკითხე Job Description


გასაუბრებამდე აუცილებლად გადახედე თეორიულ მასალას.


  • Scrum Master-ის, Product Owner და Development Team-ის როლებს, მათ შორის კოლაბორაციას, პასუხისმგებლობებს.

  • Product Backlog და Sprint Backlog-ებს. რას ნიშნავს, როგორ უნდა იყოს დაორგანიზებული, რა დეტალიზაციაა საჭირო, ვინ არის მის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი.

  • ცერემოენიები. გადახედე Scrum-ის ყველა ცერემონიას, მათ მნიშვნელობას და საჭიროებას, გადახედე Timebox-ის კონცეფციას. რომელი როლები, რა ნაწილში არიან ჩართული ცერემონიების პროცესში.

  • შეფასების მეთოდები. გადახედე რა ტიპის შეფასების მეთოდები არსებობს Scrum-ში, რას ნიშნავს Story Point-ებით შეფასება, რატომ გამოიყენება ფიბონაჩის მიმდევრობა, რას ნიშნავს Planning Poker, რას ნიშნავს გუნდის Velocity.

  • მეტრიკები. გადახედე Scrum-ის ძირითად მეტრიკებს როგორც არის Velocity, Burn-down, Burn up ჩარტები.

  • User Story-ის კონცეპტი. გადახედე რა არის User Story, როგორ იწერება, რა სტანდარტი არსებობს, ვინ არის User Story-ის ქონაზე პასუხისმგებელი.

 

#4 მოგვიყევი შენ შესახებ


"მოგვიყევი შენ შესახებ" ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც, წარმართავს გასაუბრების მთელ პროცესს.

პასუხის გაცემა შეგიძლია დაიწყო შემდეგი თანმიმდევრობით:

  • აუცილებლად უნდა იყო გულწრფელი

  • მოყევი შენი ამჟამინდელი სამუშაოსა და დაკისრებული მოვალეობების შესახებ

  • როგორც კი ამას მორჩები პაუზა არ გააკეთო და დაიწყე შენი Scrum Master-ის როლით დაინტერესების შესახებ

  • რატომ დაგაინტერესა ამ როლმა

  • რა არის შენ თვისებებსა და Scrum Master-ის როლს შორის საერთო

  • რას აკეთებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით განვითარდე (წიგნები, ტრეინინგები, სერტფიცირება და ა.შ)

  • რატომ დაინტერესი ამ ვაკანსიით, ანუ უნდა უთხრა, რომ ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე გაინტერესებს შენი შესაძლობებების ამ კონკრეტულ პოზიციაზე გამოცდა

  • ასევე აუცილებლად გულწრფელად უნდა აღნიშნო შენი გამოცდილების შესახებ. შენ შეგიძლია თქვა, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა გაქვს, მხოლოდ მეგობარს ეხმარებოდი პატარა სტარტაპში და ა.შ.

#5 სიტუაციური ქეისები

იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებაზე დაგისვეს სიტუაციური კითხვები, ეს ნიშნავს, რომ წესით შენი თეორიული ცოდნა დამაკმაყოფილებელია და ახლა აინტერესებთ შენი ხედვები.


სიტუაციური კითხვები დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • წარმოიდგინე, რომ გუნდში გაქვს პირველი სამუშაო დღე, როგორ მოიქცეოდი

  • წარმოიდგინე, რომ გუნდში 2 როლს შორის არის კონფლიქტი, როგორ გადაწყვეტდი

  • წარმოიდგინე, რომ შენი გუნდის Prodict Owner გუნდისთვის ხელისაწვდომი არ არის, როგორ გადაწყვეტდი ამ პრობლემას.




Comments


bottom of page