ალბათ შენც ხშირად გსმენია მცდარი წამოდგენა იმის შესახებ, რომ Scrum Master შესაძლებელია ითავსებდეს სხვადასხვა როლის ფუნქციებს. ამ სტატიაში მოკლედ და მარტივად აგიხსნი რა უარყოფითი და დადებითი მხარეები შეიძლება ქონდეს მოდელს, სადაც Scrum Master წარმოდგენილია პარალელურად სხვადასხვა როლში.
Scrum Master, როგორც Development Team-ის წევრი
უარყოფითი მხარეები: Scrum Master, როგორც Dev გუნდის წევრი, პროცესებში ჩართულია, როგორც გუნდის წევრი და ფოკუსი აქვს სპირინტის მიზანზე. აქედან გამომდინარე, დიდი რისკია, რომ SM გახდეს სუბიექტური, დაკარგოს პროცესების დიდ სურათში აღქმა და შესაბამისად, ვერ იზრუნოს გუნდის ეფექტიანობაზე.
დადებითი მხარეებიი: მოდი, ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს "დადებითი". Scrum Master-ის მიმართ იზრდენა ნდობა (BWT ნდობის მოპოვება სხვა გზებითაც შეუძლია Scrum Master-ს), გუნდს "შიგნიდან" ეხმარება Scrum-ის გააზრებაში და გაცილებით უკეთ აქვს გააზრებული დეველოპერების მიერ რეტროსპექტივაზე დასმული საკითხებს
ნათელია, რომ მაინცამაინც კარგი მიდგომა არაა, როდესაც Scrum Master ითავსებს Development Team-ის წევრის როლს.
Scrum Master, როგორც Product Owner
უარყოფითი მხარეები: Scrum Master, როგორც PO არის ყველაზე დიდი ინტერესთა კონფლიქტის მქონე მოდელი. მიზეზი მარტივია, ScrumMaster-ისა და Product Owner-ს აქვთ "ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები". SM არ არის პასუხისმგებელი Delivery-ზე, PO არის. PO ფოკუსირებულია მაქსიმალურად მეტი ფუნქციონალის მიწოდებაზე, SM გუნდს იცავს სპრინტის მიზნის გარდა სხვა Context switching-ისგან.
დადებითი მხარეებიი: "დადებითი" მხარე შეიძლება იყოს ის, Scrum Master, როგორც PO კიდევ უფრო ახლოს იქნება Dev გუნდთან.
Scrum Master, რომელიც ერთდროულად ემუშავება რამდენიმე გუნდს
ზოგადად, საუკეთესო პრაქტიკაა, როდესაც Scrum Master მუშაობს 2 გუნდში პარალელურად.
უარყოფითი მხარეები: Scrum Master-ს, რომელიც ერთდროულად ემუშავება რამდენიმე გუნდს პირველ რიგში ექმნება დროის პრობლემა. 2-ზე მეტი გუნდის ცერემონიების ფაცილიტაცია, ბლოკერების აღმოფხვა, დამოკიდებულებებისა და გაუმჯობესების მართვა საკმაოდ შრომატევადია და შეუძლებელია 8 საათიან სამუშაო პერიოდში იყოს თანაბრად ეფექტური.
დადებითი მხარეებიი: დადებითი მხარეებიდან შესაძლებელია გამოვყოთ Scrum master-ის განვიტარება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში განავითარებს გუნდებს შორის დამოკიდებულებებისა და პრობლემების მართვისა და სინქრონიზაციის უნარებს. თუმცა ამ ყველაფრისთვის არსებობს უამრავი Scaled agile/scrum მიდგომა.
コメント