Scrum-ის თეორია არ განიხილავს Scrum Master-ის კარიეული განვითარების ნაწილს, რაც ბუნებრივია იწვევს ბუნდოვანებას. ამ სტატიაში ძალიან მოკლედ მოგიყვები Scrum Master-ის კარიერული განვითარების ძირითად ეტაპებზე ვისაუბრებთ:
Scrum Master (Entry-Level): ძირითად შემთხვევებში ემუშავება ერთ გუნდს, ატარებს ცერემონიებს, მაქსიმალურად ცდილობს გუნდისთვის შეფერხებების აღმოფხვრას, გუნდში ნერგავს საბაზისო დონის Agile პრინციპებს.
Senior Scrum Master ემუშავება 2-3 გუნდს, გარდა სტანდარტული აქტივობებისა ჩართულია გუნდებს შორის დამოკიდებულებების მართვაზე, მის ქცევებში შეინიშნება პროაქტიულობა, კარგად ერკვევა გუნდის ტექნოლოგიებსა და პროდუქტში, ასევე ჩართული შეიძლება იყოს ორგანიზაციის დონის პროცესების გაუმჯობესებაში.
Agile Coach ემუშავება რამდენიმე გუნდს, აზიარებს ცოდნასა და მხარს უჭერს Scrum Master-ებს ისეთი ტიპის საკითხებში, როგორიცაა გუნდებში არსებული პრობლემების მოგვარება, ახალი პროცესების დანერგვა. აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის Agile ტრანსფორმაციის პროცესში.
Agile Delivery Manager: პროექტის, პროდუქტის, ან ინკრემენტის Delivery-ის კოორდინაცია, პროექტის ვადების და ბიუჯეტების რესურსების და დაინტერესებული მხარეების მართვა, პროექტის წარმატებული შედეგების უზრუნველყოფა.
Team Lead ეს შეიძლება იყოს Scrum Master, Agile Coach-ების გუნდის ხელმძღვანელი. მართვის Agile ტრანსფორმაციის პროცესს, აყალიბებს ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული პროცესებსა და Framework-ებს, მუშაობს გუნდის წევრების კომპეტენციურ განვითარებაზე.
Comments