top of page

განსხვავება Servant Leader და Micromanager Scrum Master-ს შორის

Agile მიდგომებით პროექტების მართვისას Scrum Master-ის მუშაობა, ხშირად პროექტის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია. არსებობენ Scrum Master-ები, რომლებიც მუშაობენ, როგორც Servant Leader-ები, ან დაკავებულები მიკრომენეჯმენტით.

ამ ბლოგში მოგიყვები რა განსხვავებაა Servant Leader Scrum Master-ს და მიკრომენეჯმენტით დაკავებულ Scrum Master-ს შორის.


Scrum Master, როგორც Servant Leader

Servant Leader-ობის ფილოსოფია ხაზს უსვამს ლიდერის თავდადებას, ემსახუროს გუნდის საჭიროებებს. Scrum Master, რომელიც ცდილობს ამ ფილოსოფიის ხორცშესხმას, უზრუნველყოფს თვითორგანიზებული და უფლებამოსილების მქონე გუნდის არსებობას. Scrum Master-ის, როგორც Servant Leader-ის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელია:


ფასილიტატორი და ქოუჩი: Servant Leader Scrum Master მოქმედებს, როგორც ფასილიტატორი. რწმუნდება, რომ გუნდი აღჭურვილია წარმატების მისაღწევად საჭირო ყველა ინსტრუმენტით, რესურსითა და ინფორმაციით. ასევე, აქოუჩებს გუნდის წევრებს, მხარს უჭერს მათ პროფესიულ ზრდას და ეხმარება თვითგანვითარებაში.


გუნდის გაძლიერება: გუნდის სახელით გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად, Servant Leader Scrum Master აძლიერებს გუნდის წევრებს, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები და აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ საქმეზე. ასეთი Scrum Master ახალისებს კოლაბორაციას და ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც გუნდის თითოეული წევრის მიერ შესრულებული სამუშაო ღირებულია.


დაბრკოლებების აღმოფხვრა: Servant Leader Scrum Master აქტიურად აიდენტიფიცირებს და აღმოფხვრის გუნდის პროგრესის შემაფერხებელ დაბრკოლებებს. ის ზრუნავს ისეთი ეფექტური სამუშაო პროცესის შექმნაზე, რომელიც გუნდს დაეხმარება მაღალი ხარისხის შედეგების მიღწევაში.


Servant Leader-ის აზროვნება: ამ ტიპის Scrum Master საკუთარ პირად ინტერესებზე მაღლა აყენებს და ფოკუსირებულია გუნდის საჭიროებებზე. გუნდისთვის ის არის ემპათიისა და თავმდაბლობის როლ მოდელი.


Scrum Master როგორც მიკრომენეჯერი

მიკრომენეჯერი Scrum Master ცდილობს გადაჭარბებული კონტროლი ჰქონდეს გუნდის საქმიანობაზე. მართვის ეს მოდელი ხელს უშლის გუნდის ავტონომიურობას, კრეატიულობას და საბოლოო ჯამში, ამცირებს გუნდის პროდუქტიულობას. Scrum Masterს, როგორც მიკრომენეჯერის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელია:


გაძლიერებული კონტროლი: მიკრომენეჯერი Scrum Master ინტენსიურად ადევნებს თვალს და აკონტროლებს გუნდის საქმიანობის ყველა ასპექტს. ამ ტიპის სქრამმასტერს ახასიათებს გადაწყვეტილების მიღება გუნდის ჩართულობის გარეშე, რაც ამცირებს გუნდის შესაძლებლობას ადაპტირდნენ ცვლილებებთან.


ნდობის ნაკლებობა: მიკრომენეჯერებს ხშირად აქვთ ნდობის პრობლემები. ისინი არ ენდობიან გუნდის წევრებს, რომ მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ თავიანი საქმის შესრულება. ნდობის ნაკლებობა განაპირობებს გუნდის ძალაუფლების დასუსტებას და გუნდის წევრებს უჩნდებათ განცდა, რომ მათი შრომა დაუფასებელია.


დეტალური დავალებები: მიკრომენეჯერები ცდილობენ გასცენ დირექტივები კონკრეტული დავალებების შესრულების მიდგომებსა და შესრულების დროსთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს გუნდის ავტონომიურობასა და შემოქმედებითობას.


ზრდის შეზღუდული შესაძლებლობა: მართვის ეს შეზღუდული მოდელი გუნდის წევრებს უზღუდავს ინიციატივების გამოჩენისა და ახალი უნარების განვითარების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ, აფერხებს გუნდის პროფესიულ ზრდას და ხანგრძლივ პერსპექტივაში, გუნდის ეფექტურად მუშაობის უნარს.


Comentarios


bottom of page