პროექტის მართვის მიდგომის ასარჩევად, სტანდარტული მიდგომა პროექტის Scope-ის სიცხადის, ცვლილებების ალბათობისა და Delivery-ის კომპონენტების გათვალისწინებაა. ხშირად აღნიშნულიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება პროექტი ტრადიციული მიდგომით უნდა იმართებოდეს, თუ. Agile-ით.
მაგრამ რამდენად აკურატულია მხოლოდ ამ მიდგომის გამოყენება?
ამ ბლოგში ძალიან მოკლედ მოგიყვები Stacey Model-ის შესახებ, რომელიც დაგეხმარება ზემოთ მოყვანილი მიდგმის არჩევაში.
Stacey Model-ში პროექტის განხორციელების გარემო / პრობლემა 4 კატეგორიად ნაწილდება: Simple, Complicated, Complex და Chaotic.
მოდი სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
Simple: მარტივი პრობლემა, ანუ მდგომარეობა სადაც ყველაფერი მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათი გადაჭრის გზებიც იდენტიფიცირებულია და არ ველოდებით სუპრიზებს. ასევე ყველა თანხმდება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. ასეთ შემთხვევებში, საუკეთესოდ მუშაობს პროექტის მართვის ტრადიციული მიდგომები.
Complicated: რთული პრობლემები, ანუ ეს არის პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა ექსპერტიზა, სხვადასხვა დონის ანალიზი და მრავალი ნაბიჯი. არსებობს გარკვეული დონის გაურკვევლობა, მაგრამ ექსპერტებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მიდგომაზე. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ პროექტის მართვის ტრადიციული მიდგომები შეიძლება არ გამოგადგეს, საჭიროა Agile-ის ზოგიერთი პრინციპის შემოტანა, როგორიცაა მაგალითად ხშირი უკუკავშირი, იტერაციული მიდგომები ( არ იგულისხმება იტერაციულ / ინკრემენტალური მიდგომა).
Complex: ამ კონდიციაში არის პრობლემები, რომლებიც არაპროგნოზირებადია და გააჩნიათ მრავალი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორი. გაურკვევლობის მაღალი დონეა და არავინ იცის საუკეთესო გამოსავალი. ამ დომენში, Agile მიდგომები, როგორიცაა Scrum და Kanban, საუკეთესოდ მუშაობს, რადგან ისინი იძლევა ექსპერიმენტებისა და ადაპტაციის საშუალებას.
Chaotic: ასეთ პრე-კონდიციაში არ არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და გაურკვევლობის მაღალი დონეა. ამ გარემოში, გარდაუვალია Agile მიდგომებისა და ზოგადად, Lean Startup კონცეფციის გამოყენება.
تعليقات