გეცნობა სიტუაცია, როდესაც თითქოს ყველა შეთანხმდით, რომ რაღაც საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ რეალურ პასუხისგებლობას არავინ იღებს. იცოდი, რომ პასუხისმგებლობა Agile mindset-ისა და Scrum კულტურის კრიტიკული ნაწილია? იმდენად კრიტიკული, რომ მის გარეშე Agile-ის კეთება წარმოუდგენელია.
ამ სტატიაში გაგიზიარებ responsibility model-ს, სადაც მოგიყვები, როგორ რეაგირებენ შენი გუნდის წევრები სხვადასხვა პასუხისმგებლობის კატეგორიებში.
მაგალითისთვის წარმოიდგინე, რომ მანქანას აჩერებ მიწისქვეშა ავტოფარეხში და შემთხვევით სხვა მანქანას გაუსვი.
კატეგორია 1: უარყოფა
პირველი გამოსავალი, რომელსაც შენი ტვინი შემოგთავაზებს, არის უარყოფა. „ეს არც კი მომხდარა. ნაკაწრებს ვერ ვხედავ, მანქანა უბრალოდ ჭუჭყიანია. და ხმა? ეს ალბათ რაღაც ნაწილის ხმა იყო.
ახლა ეს კატეგორია გადაიტენე შენს Scrum გუნდზე, როდესაც თავს იკატუნებ, რომ შენი კოდი მუშაობს, მაშინაც კი, თუ ეს ესაა სისტემა "დაიქრაშა. კოდი დაწერილია, შესაბამისად სისტემა მუშაა.
კატეგორია 2: დაბრალება
უარყოფამ არ იმუშავა? შენი ტვინი მყისიერად შემოგთავაზებს შემდეგ ვერსიას - ბრალის დადება. „მისი ბრალია! ნორმალურად, რომ გაეჩერებინა, ეს არ მოხდებოდა."
ახლა ეს კატეგორია გადაიტენე შენს Scrum გუნდზე. დავალება სწორად არ გაკეთდა. "Product Owner-ს, რომ User Story სწორად დაწერა, ეს შეცდომა არ მოხდებოდა. მე სწორად დავწერე კოდი, Product owner-ის ბრალია, რომ არ მუშაობს".
კატეგორია 3: სიტუაციის გამართლება
თუ არც დაბრალებამ იმუშავა, გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე - სიტუაციის გამართლება. "Ხდება ხოლმე. ვის არ გაუსვია სხვისთვის, არა? და თან ეს მიწისქვეშა პარკირების ადგილები ძალიან ვიწროა.”
ახლა ეს კატეგორია გადაიტენე შენს Scrum გუნდზე. გუნდი ცდილობს ახსნას, რატომ ვერ დაგეგმეს სპრინტი კარგად. "ეს Scrum-ია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ასე არ არის? მითუმეტეს Software Development-ში უამრავი გაუთვალისწინებელი რაღაც ხდება, ამიტომ ჩვენ ვერ მოგცემთ ვერაფრის გარანტიას."
კატეგორია 4: სირცხვილი
არც სიტუაციის გამართლებამ არ იმუშავა? გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე - სირცხვილი. "Ჩემი ბრალია. ვერასდროს ვისწავლი იმ ვიწრო სივრცეში გაჩერებას“.
ახლა ეს კატეგორია გადაიტენე შენს Scrum გუნდზე. გუნდმა შეიძლება გამოხატოს თავისი იმედგაცრუება კროს-ფუნქციონირების ნაკლებობის გამო და თქვან: „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება ამ პროდუქტის ნაწილში“. გუნდი სინამდვილეში ამბობს: „ჩვენ საკმარისად კარგები არ ვართ“ და ამის მტკიცებით ცდილობენ დამალონ, რომ ნორმალურია მუდმივად დახმარების თხოვნა.
კატეგორია 5: ვადებულება
შემდეგი კატეგორია არის ვალდებულება. ”მე დავტოვებ ჩემი ტელეფონის ნომერი მანქანაზე, ეს ჩემი მოვალეობაა. დაზღევა აანაზრაურებს.
ახლა ეს კატეგორია გადაიტენე შენს Scrum გუნდზე. გუნდი იყენებს Scrum-ს მხოლოდ იმიტომ, რომ უნდათ, ან ვიღაცამ უთხრა, რომ IT- ში ყველა Scrum-ს იყენებს. "ჩვენ ვაკეთებთ Daily Scrum-ს, მხოლოდ იმიტომ, რომ Scrum-ასეა.
კატეგორია 6: პასუხისმგებლობის აღება
როდესაც გადაწყვეტ პასუხისმგებლობის აღებას, ეს არის Responsibility Model-ის ბოლო ეტაპი. ის იწყება კითხვით: "რა შემიძლია სხვანაირად გავაკეთო შემდეგ ჯერზე, რომ ეს არ დამემართოს მომავალში?"
ეს მაგალითი Scrum-ის გუნდს, რომ მოვარგოთ იქნება პროცესის გაუმჯობესება, სადაც გაუმჯობესებასთან ერთად, გუნდი მსჯელობს Root Couse-ებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ არ უნდა დაუშვან მსგავსი შეცდომა მომავალში.
Comments