წარმოიდგინე, რომ შენ ხარ "ინოვაციების ლაბორატორიის" წევრი. როგორ გრძნობ თავს?
ალბათ, შემოქმედებითად, თამამად, მზად ახალი იდეების გასასინჯად.
ახლა კი წარმოიდგინე, რომ იმავე გუნდს ეწოდება "რისკების მართვის განყოფილება". განსხვავებას გრძნობ? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს - როგორ მოქმედებს სახელი გუნდის იდენტობასა და ქცევაზე.
გუნდის სახელი Agile ტრანსფორმაციაში
Agile ტრანსფორმაცია არის არა მხოლოდ პროცესების, არამედ მთლიანი ორგანიზაციული კულტურის ცვლილება. ამ პროცესში, გუნდების სახელებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ.
განვიხილოთ ორგანიზაციებში გამოყენებული სხვადასხვა სახელების კონვენცია:
ფუნქციური სახელები: "მარკეტინგის გუნდი", "IT დეპარტამენტი"
პროექტთან დაკავშირებული სახელები: "Project Phoenix", "Operation Turnaround"
ასპირაციული სახელები: "ინოვაციის ლაბორატორია", "do or die", Growth ჰაკერები"
Playful სახელები: "შურისმაძიებლები", "ოცნების გუნდი"
თითოეული ეს კატეგორია ქმნის განსხვავებულ მოლოდინებს და ატმოსფეროს გუნდში. მაგალითად, "ინოვაციის ლაბორატორია" გულისხმობს ექსპერიმენტებს და ახალ იდეებს, მაშინ როცა "IT დეპარტამენტი" შეიძლება აღქმული იყოს უფრო ტრადიციულ და სტრუქტურირებულ ერთეულად.
Agile ტრანსფორმაციის კონტექსტში, ეს სახელები შეიძლება გახდეს მძლავრი ინსტრუმენტი ახალი კულტურისა და მუშაობის სტილის დასამკვიდრებლად. მაგალითად:
"ინოვაციების ლაბორატორია" VS "IT დეპარტამენტი", რომელი გუნდისგან ელი უფრო კრეატიულ იდეებს? ან რომელი გუნდის საქმიანობა ჩანს ორგანიზაციისთვის კრიტიკული - Do or Die, თუ Scrum Team 1?
მხოლოდ გუნდის სახელები?
დამიჯერე არავინ გაგკიცხავს, თუ Agile როლებს, ცერემონიებსა თუ სხვადასხვა პროცესებსაც შეუცვლი სახელებს და გახდი მათ მეტად მარტივს, სახალისოს და ინტუიტიურს.
მაგალითად შეცვალე Scrum Master-ის სახელი, რაიმე უფრო მარტივით და გასაგებით
რეტროსპექტივის ნაცვლად გამოიყენე "გაუმჯობესების შეხვედრა"
Daily Scrum-ის ნაცვლად გამოიყენე გუნდის სინქრონიზაცია და ა.შ
Agile ტრანსფორმაციის პროცესში, სახელები არ არის უბრალოდ ეტიკეტები - ისინი არიან კულტურის ცვლილების კატალიზატორები. როდესაც შემდეგ ჯერზე დაარქმევ ან გადაარქმევ გუნდს Agile ტრანსფორმაციის კონტექსტში, დაფიქრდი:
როგორ ასახავს ეს სახელი Agile-ის ღირებულებებს?
როგორ შეუწყობს ხელს ეს სახელი გუნდის თვითორგანიზებას და ინოვაციურობას?
რამდენად მოქნილი და ადაპტირებადია ეს სახელი მომავალი ცვლილებებისთვის?
გახსოვდეს, სწორად შერჩეული სახელით შენ არა მხოლოდ გუნდს ასახელებ, არამედ აყალიბებ Agile კულტურას და აჩქარებ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას.
Comments