top of page

Walking Skeleton მიდგომის გამოყენება Product Development-ში

ამ სტატიაში მარტივად აგიხსნი როგორ უნდა გამოიყენო Walking Skeleton მიდგომა Product Development-ში.


Walking Skeleton არის ტექნიკა, რომელიც გეხმარება შექმნა მინიმალური ფუნქციონალის მქონე, მაგრამ მუშა-გამოყენებადი სისტემა, რომელიც შესაძლებელია, რომ განავითარო ეტაპობრივად.


ეს მიდგომა გეხმარება თავიდან აირიდო ისეთი ფუნქციონალის გამოშვება, რომელიც მომხმარებლისთვის შეიძლება არ იყოს ღირებულების მომტანი.


Walking Skeleton მიდგომით ამცირებ ხარჯებს (მინიმალური დეველოპმენტით), ამცირებ რისკებს (მცირე ფუნქციონალის გამოშვებით, მომხმარებლის უკუკავშირის სწრაფი გათვალისწინების პერსპექტივით) და ამცირებ Time to Market-ის დროს, ანუ მომხმარებლის პროდუქტის მიწოდების დროს.


Product Development-ის კონტექსტში სიტყვა “Walking” გამოყენებულია "მუშა", "გატესტვად", "გაშვებად" კონტექსტში, ხოლო სიტყვა "Skeleton" " გამოყენებულია "ფუნქციონალის", პოტენციურად "განვითარებად", "ღირებულების" კონტექსტში. მაგალითად, თუ Product Development-ში ფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე გააკეთო ძალიან ლამაზი, სრულყოფილი პროდუქტის დიზაინი, რომელიც შეგიძლია აჩვენო მომხმარებელბს, ეს კონცეფცია ვერ ჩაითვლება Walking Skeleton მიდგომად. მიზეზი ის არის, რომ დიზაინის გამოყენებას მომხმარებელი ვერ შეძლებს ყოველდღიურობაში და ის ვერ მოაგვარებს "პრობლემას".


Walking Skeleton პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული სამი მიდგომით:


პირველ რიგში დააიდენტიფიცირე პროდუქტის ძირითადი ფუნქციები:

პირველი ნაბიჯი არის პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება. ეს შეიძლება გაკეთდეს მომხმარებლის კვლევის, ბაზრის ანალიზის ან დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობის გზით.


მინიმალური ფუნქციონალური პროდუქტის შექმნა:

ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირების შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი არის პროდუქტის მარტივი, მაგრამ ფუნქციონალური ვერსიის შექმნა. ამ ვერსიას უნდა შეეძლოს პროდუქტის ძირითადი ფუნქციების შესრულება, მაგრამ შეიძლება არ მოიცავდეს სხვა წვრილმან ან ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს.


გამეორება და გაფართოება:

პროდუქტის ძირითადი ვერსიით, გუნდს შეუძლია შეამოწმოს იგი რეალურ მომხმარებლებთან და შეაგროვოს უკუკავშირი. უკუკავშირის საფუძველზე, გუნდს შეუძლია დაიწყოს არსებულის განვითარება და გააფართოოს ფუნქციონალი.

 

Walking Skeleton მიდგომისა და ციფრული პროექტების მართვის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად დარეგისტრირდი სასწავლო კურსზე: ციფრული პროდუქტების შექმნა Scrum Framework-ით

Comments


bottom of page