ამ სტატიაში მოგიყვები იმის შესახებ, თუ რატომ არ უყვართ ხოლმე დეველოპერებს Scrum.
მიუხედავად იმისა, რომ Scrum პლანეტაზე პროექტების მართვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომაა, პრაქტიკაში მაინც ვაწყდებით, რომ დეველოპერები Scrum-ით "აღფრთოვანებულები" არ არიან.
მოდი გავიაზროთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
კონტროლისა და ინდივიდუალიზმის დაკარგვის შიში
Scrum-ში აქცენტი კეთდება გუნდურ მუშაობაზე, პასუხისისმგებლობაზე და თვითმართვადობაზე. აღნიშნული მიდგომა შეიძლება არაკომფორტული იყოს იმ დეველოპერებისთვის, რომელიც Scrum-მდე მუშაობდენ, როგორც ერთი ინდივიდი.
ბევრი ბიუროკრატია
მიუხედავად იმისა, რომ Scrum-ის ცერემონიების ერთ-ერთი მიზანი სწორედ, რომ ბიუროკრატიისა და Waste-ების შემცირებაა, ზოგიერთმა დეველოპერმა შეიძლება მაინც ჩათვალოს, რომ ცერემონიეზე დასწრება (Daily Scrum, Sprint Planning და ა.შ) არის დროის კარგვა, დამღლელი და ბიუროკრატიული აქტივობა.
ზეწოლა Sprint Commitment-ის შესრულებაზე
სპრინტის დაწყებისას გუნდი იღებს პასუხისმგებლობას კონკრეტულ იტერაციაში (2 კვირა, 1 კვირა) გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე. ანუ გუნდს აქვს ე.წ Deadline.
თუ გუნდი ვერ ახერხებს აღნიშნულ იტერაციაში სამუშაოს შესრულებას, შესაძლოა მათზე წამოვიდეს ზეწოლა, რეტროსპექტივაზე არასასიამოვნო საუბარი და ა.შ.
შეზღუდვები საყვარელ თასქებზე მუშაობაზე
Scrum გუნდი ფოკუსირებულია სპრინტის მიზანზე, რომელიც შედგება Sprint Backlog-ში შემავალი ამოცანებისგან.
შესაბამისად, დეველოპერებს კონკრეტული იტერაციის პერიოდში ფოკუსი აქვთ მხოლოდ Sprint Backlog-ში შესული ამოცანების შესრულებაზე.
ხშირად არის, როდესაც დეველოპერს სურს უფრო შემოქმედებით ან/და საინტერესო ამოცანაზე მუშაობა, მაგრამ სპრინტის მიზანი "ავალდებულებს" ფოკუსი სხვა საკითხებზე გადაიტანოს.
დეველოპერებს უჭირთ შეფასება
იმ შემთხვევაში, თუ გუნდი იყენებს შეფასების Story Point-ების ტექნიკას, რომელიც გულისხმობს ამოცანების გუნდური ძალისხმევის გათვალისწინებით შეფასებას (ნაცვლად ინდივიდუალურისა), ასეთ დროს დეველოპერებს ძალიან უჭირთ შეფასებისას დაიცვან აკურატულობა (ანუ იყონ ზუსტები).
შეჯამებისთვის ვიტყოდი, რომ ზემოთმოცემული საკითხები აუცილებლად მოხდება შენ გუნდში, თუ Scrum Master სათანადოდ ვერ ემუშავება გუნდს.
Scrum Master-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, არის გუნდს დაანახოს Scrum-ის ყველა ცერემონიისა და თუ პროცესის პრაქტიკული ღირებულება.
Comments