AgileSchool x Scrum.org - ბენეფიტები ორგანიზაციებსა და სტუდენტებს
UPME პლატფორმა თვითგანვითარებისთვის
UpMe AgileSchool-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც თანამედროვე პროფესიების შესწავლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას იქონიონ უფასო წვდომა AgileSchool-ის მუდმივად განახლებად ბიბლიოთეკაზე, Agile ლექსიკონზე, ღია ლექციების ჩანაწერებზე და ა.შ.
იპოვე საშენო კურსი
განვითარების დროა
აღმოაჩინე ახალი პროფესია
იმუშავე შენს თავზე
UpMe უფასო პროგრამები
1500+
პროგრამის მონაწილე
Agile ლექსიკონი
პირველი ქართულენოვანი Agile ლექსიკონი, რომელიც ფარავს ყველა მნიშვნელოვან Agile ტერმინს
Agile
Agile არის მართვის მიდგომა, რომელიც ეყრდნობა თვითორგანიზებული და ავტონომიური გუნდების კონცეფციას.
ემსახურება კომპლექსური პროცესებისა და პროექტების მოქნილად გადაწყვეტას, ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის შექმნასა და მომხმარებლისთვის ღირებულების მქონე პროდუქტის მიწოდებას.
Ceremony
ცერემონია არის შეხვედრის ტიპი, რომელიც ტარდება გუნდის მიერ კონკრეტული იტერაციის ფარგლებში. Scrum-ში არის შემდეგი ტიპის ცერემონიები: ყოველდღიური სინქრონიზაცია, სპრინტის დაგეგმვა, სპრინტის განხილვა და სპრინტის რეტროსპექტივა.
Agile Manifesto
Agile Manifesto არის ფილოსოფია, რომელიც ჩამოაყალიბა პროგრამული უზრუნველყოფის 17-მა პრაქტიკოსმა, რომლებსაც სურდათ ეპოვათ ეფექტური ალტერნატივა, მძიმე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესის გამარტივებისთვის. Agile Manifesto მოიცავს ოთხ მიდგომას, რომელიც აქცენტს აკეთებს გუნდებსა და ინდივიდებზე, მომხმარებლებთან ურთიერთქმედებებსა და ცვლილებების მიმართ გახსნილობაზე.
Cross-Functional Team
გუნდი, რომელიც შედგება ყველა იმ უნარისა და კომპეტენციის მქონე წევრისგან, რომელიც საჭიროა პროდუქტის გამოსაშვებად.
Agile Mindset
Agile Mindset არის ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ეხმარება გუნდებს / ინდივიდებს მართონ ცვლილებები არაპროგნოზირებად და დინამიურ გარემოში. Agile Mindset-ის გამოყენებით, გუნდები წარუმატებლობას განიხილავენ, როგორც სწავლის შესაძლებლობებს, აზიარებენ ცოდნას და თანამშრომლობენ ბუფერების გარეშე.
Backlog
Backlog არის პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული იმ ამოცანების სია, რომლის საშუალებითაც უნდა შეიქმნას ან/და გაუმჯობესდეს კონკრეტული მიზნები