ამ სტატიაში მოგიყვები რა არის Definition of Ready (DoR) და Definition of Done (DoD).
Definition Of Ready (DoR)
Definition Of Ready (DoR) არის კრიტერიუმების (ე.წ Checklist) ერთობლიობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს User Story. იმ შემთხვევაში, თუ DoR-ის ყველა კრიტერიუმი სრულდება, მაშინ Use Story არის "Ready" იმისათვის, რომ Development team-მა დაიწყოს მუშაობა.
DoR მნიშვნელოვანი კონცეპტია, რადგან ის ეხმარება Development team-ს დარწმუნდეს, რომ მუშაობენ User Story-ზე, რომელიც კარგად არის გააზრებული, ყველა საჭრო ინფორმაცია და რესურსი ხელმისაწვდომია, ყველა პოტენციური რისკი იდენტიფიცირებულია. DoR-ის ქონა გუნდს ასევე ეხმარება თავიდან აირიდოს შეფერხებები, Rework და დეფექტები.
ვეცდები გაგიზიარო რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს DoR.
User Story შეესაბამება INVEST სტანდარტს და ყველასთვის გასაგებია.
Acceptance criteria (პირობები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს User Story, რომ ის დასრულებულად ჩაითვალოს) განსაზღვრულია
იდენტიფიცირებულია ყველა პოტენციური საჭირო დამოკიდებულება ან პრე-რეკვიზიტი
ხელმისაწვდომია ნებისმიერი საჭირო რესურსი (როგორიცაა მაგალითად მესამე მხარის სერვისები).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ DoR შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული პროექტისა და გუნდის მიხედვით. ის შეიძლება შეიქმნას და განახლდეს Development team-ის მიერ და პერიოდულად უნდა განიხილებოდეს, რათა დარწმუნდე, რომ ის კვლავ ვალიდურია.
Definition of Done (DoD)
DoD არის კრიტერიუმების ერთობლიობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს User Story, სანამ ის ჩაითვლება „შესრულებულად“ და მზად იქნება გამოსაშვებად.
DoD ეხმარება Scrum Team-ს დარწმუნდეს იმაში, რომ მომხმარებელს აწვდიან მაღალი ხარისხის, მუშა Feature-ებს. ის ასევე ეხმარება გუნდს, რომ ცამოყალიბდეს ერთიანი გაგება იმის შესახებ, თუ რას ეძახის გუნდი "Done" კონდიციას, რაც თავის მხრივ გუნდს თავიდან აარიდებს ორაზროვნებას და დეფექტებს.
ვეცდები გაგიზიარო რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს DoD
User Story სრულად დანერგილია შესაბამის გარემოზე
Code Review წარმატებით დასრულდა და აკმაყოფილებს შესაბამის კოდის სტანდარტებს
შექმნილია ყველა შესაბამისი საჭირო დოკუმენტაცია
Unit Test-ები ჩატარდა წარმატებით
სისტემაში არ არის არცერთი ღია დეფექტი
საჭიროების შემთხვევაში მოხდა კოდის რეფაქტორინგი
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ DoD შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული პროექტისა და გუნდის მიხედვით. ის შეიძლება შეიქმნას და განახლდეს Development team-ის მიერ და პერიოდულად უნდა განიხილებოდეს სპრინტის რეტროსპექტივის შეხვედრაზე, რათა დარწმუნდე, რომ ის კვლავ ვალიდურია.
Kommentare